კატამ ბავშვს სათამაშო ტელეფონი წაართვა და მის დაბრუნებას არ აპირებს (+ვიდეო)
პატარა გოგონა, სახელად ელა, ვიდეოს გმირი გახდა. არაერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა აღნიშნა, რომ კადრების ყურებისას, არ იცი - იცინო თუ ბავშვთან ერთად იტირო. ეს თავად გადაწყვიტეთ. 

შინაური კატა, რომელსაც პრინცესას ეძახიან, მართლაც, რომ სახელის შესაბამისად იქცევა: მან გოგონას წაართვა ტელეფონი, რომელსაც თათებით იცავს. ცხოველს ბავშვის ტირილიც კი არ ანაღვლებს, მშვიდად და მეფურად დივანზე წამოწოლილა თავის ნადავლთან ერთად.

გოგონა შეუჩერებლად ტირის და დედას უხსნის: "ბოროტმა კატამ ტელეფონი წამართვა და არ მიბრუნებს."

დედა ბავშვს ურჩევს, კატას ზრდილობიანად სთხოვოს, მაგრამ ელი ამბობს, რომ ცხოველი მას
უკბენს. როგორც ჩანს, გოგონა მართალს ამბობს, რადგან ყოველ ჯერზე ნათელია, რომ პრინცესა მხოლოდ გარეგნულად ჩანს
მშვიდი, სინამდვილეში ის  არაფრით გამორჩეული მტაცებელია, რომლის დამორჩილებაც დედასაც უჭირს.

პატარა ელიმ ვერ შეძლო ტელეფონის დაბრუნება.

სინამდვილეში კატა და გოგონა საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი ერთად იზრდებიან და პრინცესა ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

"მომე ჩიჩიააა" - 2 წლის ბიჭუნამ ცუგას "ჩიჩია" წაართვა

თავხედმა თოლიამ ორ შინაურ კატას გვერდი აუარა და მათი საკვები შეჭამა

მაიმუნმა გველების მომთვინიერებელს კობრა ხელიდან გამოსტაცა და გაიქცა
mimi
ბოროტი კატა კი არა დედაა. ბავშვს ამდენს ატირებს და ტვიტონ იცინის. ამას დედის გული აკვს?? გაცინება გამიგიაერტი წამიტ როცა სხვა დატანაც პატარა ტირის, ამდენი ხნიტ სიცილს ხუმრობა კი არა ბოროტება ჰკვია.:-(
Tbilisi
არაფერია, შერიგდებიან ))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?