თავხედმა თოლიამ ორ შინაურ კატას გვერდი აუარა და მათი საკვები შეჭამა (+ვიდეო)
ინგლისში მცხოვრებმა მამაკაცმა ვიდეოზე გადაიღო თოლია, რომელმაც კატების საკვები შეჭამა.

ფრინველი სახლის ეზოში დაეშვა, მშვიდად გაიარა კატების სიახლოვეს და მოურიდებლად შევიდა სამზარეულოში, სადაც შინაური ბინადრებისთვის განკუთვნილი საკვები იყო.

კატებს დაუპატიჟებელი სტუმრისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მეტიც, ისინი მორიდებით გამოვიდნენ ეზოში,  ხოლო ფრინველი მშვიდად მიირთმევდა საკვებს.

თოლია მეტად თავდაჯერებულად მოქმედებდა, თითქოს მისი სტუმრობა პირველი არ იყო.

აღმოჩნდა, რომ ის კატების განკუთვნილი საკვებისთვის ყოველდღე მიდიოდა, რადგან ცხოველების პატრონმა ფრინველი მომდევნო დღეებშიც გამოიჭირა.

ასევე იხილეთ: 

პატარა ძაღლმა ძუ ლომთან ერთად მოსეირნე ცხოველთა მეფე შეაშინა

თეთრი მელა, რომელიც
ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა, მეთევზეს მეგობართან ერთად ესტუმრა


უპატრონო ძაღლი უეცრად გამოჩნდა და მამაკაცს მწვადი წაართვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?