პატარა ძაღლმა ძუ ლომთან ერთად მოსეირნე ცხოველთა მეფე შეაშინა (სახალისო ვიდეო)
ინციდენტი ნგორონგოროს დაცულ ტერიტორიაზე მოხდა (ტანზანია). შემთხვევა თვითმხილველმა ვიდეოზე აღბეჭდეს:

ძაღლი სავარაუდოდ ეკუთვნის მასაის წევრებს, რომლებიც ნახევრად მომთაბარე ტომია და მათი ძირითადი ბინადრობის არეალი კენია და ჩრდილოეთ ტანზანიაა. თუ დააკვირდებით, მათი სოფელი კადრებშიც კარგად ჩანს.

თვითმხილველმა ვიდეოზე გადაიღო მამაცი ძაღლი, რომელიც ლომების პირისპირ დგას და მათ გამეტებით უყეფს, ხოლო შემდეგ ხვად მტაცებელს თავს ესხმის, რის შედეგადაც გარეული ცხოველი უკან იხევს, ხოლო ამაყი ძაღლი ტერიტორიას გამარჯვებული ტოვებს.

ეს წარმოუდგენელი სცენაა და მსგავსი რამ ალბათ არასოდეს გინახავთ. იხილეთ უჩვეულო ვიდეო, სადაც მამაცი
ძაღლი დედამიწაზე ბინადარი უძლიერესი მტაცებელის პირისპირ გაბედულად იქცევა.

ასევე იხილეთ: 

ერთი ციდა ტახი მამაკაცს გაბრაზებული
დასდევს და ცდილობს მის შეშინებას


ცნობისმოყვარე ცხოველების შეხვედრა ტურისტებთან

თავხედი დათვი ცდილობს ადამიანებს მწვადი წაართვას


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?