თეთრი მელა, რომელიც ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა, მეთევზეს მეგობართან ერთად ესტუმრა (+ვიდეო)
დაახლოებით ერთი თვის წინ, Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც თევზაობისას მამაკაცს თეთრი მელია ესტუმრა. იგი მეთევზესთვის თევზის წართმევას ცდილობდა. ვიდეოს სოციალურ ქსელში ათასობით ნახვა ჰქონდა.

ყარსაღი ანუ თეთრი მელია არა ერთი ადამიანის ფავორიტი ცხოველიც გახდა. მეთევზეს კომენტარებში საყვედურობდნენ და ურჩევდნენ, სხვა დროს ამ ლამაზ არსებას საკვებით თავად გამასპინძლებოდა.

ვიდეოს ავტორი ილდირ ბიქტიმიროვი ისევ შეხვდა თავის "ძველ მეგობარს". მამაკაცმა სათევზაო ნივთებთან ერთად სპეციალურად მელიასთვის სასუსნავებიც წაიღო, ხოლო ცხოველი დანიშნულების ადგილზე მეგობართან ერთად გამოჩნდა.

როგორც კადრებში ჩანს, ცხოველი მიხვდა, რომ მეთევზე მისთვის საფრთხეს არ
წარმოადგენდა და მეტად თამამად იქცეოდა, ხოლო თავისი მეგობარი მელია სიტუაციას შორიდან ათვალიერებდა, თუმცა, საკვები მანაც
მიიღო.

ვიდეოში თეთრ მელიასთან ორი სხვადასხვა შეხვედრაა წარმოდგენილი.

ასევე იხილეთ:

თავხედი დათვი ცდილობს ადამიანებს მწვადი წაართვას

უსინათლო ენოტმა კნუტები ადამიანთან მიიყვანა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა

მაღაზიას შველი ესტუმრა. ნახევარი საათის შემდეგ ის გამყიდველთან მთელი ოჯახით მივიდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?