მაიმუნმა გველების მომთვინიერებელს კობრა ხელიდან გამოსტაცა და გაიქცა (+ვიდეო)
ქალაქ ვრინდავანში (ინდოეთი, შტატი უტარ-პრადეში) გველების მომთვინიერებელს მაიმუნმა კობრა წაართვა. ცხოველის უცნაური საქციელი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა - წერს გამოცემა "The Daily Mail"-ი.

მამაკაცი მაიმუნს გაეკიდა და შენობაზე აცოცება სცადა, სადაც პრიმატი იმალებოდა, თუმცა, პორტალის სტატიიდან ირკვევა, რომ მან ქვეწარმავლის დაბრუნება ვერ შეძლო.

უტარ-პრადეშის შტატში, ადამიანები მაიმუნებისგან ხშირად ზარალდებიან - ისინი როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს ხელიდან სტაცებენ საკვებს და სხვა ნივთებს. ადგილობრივი ხელისუფლება პრიმატების მხრიდან შექმნილ პრობლემებს უყურადღებოდ ტოვებს, რადგან ამ ცხოველს ინდუიზმის ღმერთის - ჰანუმანის განსახიერებად თვლიან.

აგვისტოში გამოცემა "life"-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც
ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში, მაიმუნი ოჯახში შევარდა და ჩვილის წართმევას ცდილობდა.

ასევე იხილეთ:

ჭარბწონიან მაიმუნს ვეტერინარებმა მკაცრი
დიეტა დაუნიშნეს


ქალს შუქნიშანი მაიმუნის წითელი ფერის საჯდომში აერია და ავარიაში მოყვა

მაიმუნი შეიჭრა სახლში, მშობლებს ჩვილი წაართვა და თვითმხილველებს ბავშვის სიახლოვეს არ უშვებდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?