ჭარბწონიან მაიმუნს ვეტერინარებმა მკაცრი დიეტა დაუნიშნეს
ჭარბწონიან მაიმუნს ვეტერინარებმა მკაცრი დიეტა დაუნიშნეს
დიეტა არა მარტო ადამიანებს, არამედ ზოგჯერ ცხოველებსაც სჭირდებათ.

მაკაკა, სახელად Uncle Fatty-ი, ბანგკოკის ბაზრის სიახლოვეს ცხოვრობს. ის იწონის ორჯერ   მეტს, ვიდრე ნებისმიერი მისივე სახეობის წარმომადგენელი. მისი წონა 15 კილოგრამია.

იგი წონაში პერიოდულად იმატებდა, რაც  ადგილობრივი მცხოვრებლების დამსახურება გახლდათ. ისინი ცხოველს სხვადასხვა გემრიელი საკვებით უმასპინძლდებოდნენ.

Zooclub

"მაიმუნს გამვლელები სიმინდს, ანანასს, ქოქოსს, ბატიბუტს, რძის კოქტეილსა და მაკარონსაც კი  აჭმევენ", - წერს "Daily Mail"-ი.

Zooclub

საბოლოოდ, ტაილანდის გარეული ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციის წევრები ამ მაიმუნით დაინტერესდნენ. მათ ჭარბწონიანი მაიმუნი წაიყვანეს ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც ექიმებმა მკაცრი დიეტა
დაუნიშნეს.

Zooclub

როდესაც ცხოველი ფორმაში იქნება, კვლავ ბაზრის ტერიტორიაზე  დააბრუნებენ. მას იქ და-ძმები მოუთმენლად ელოდებიან.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მსუქანი უპატრონო ძაღლის საოცარი გარდაქმნა


ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ძაღლი ასე შეიცვლებოდა, ჭარბი წონისგან მას სიარულიც აღარ შეეძლო

ძაღლი, რომელიც სტიმულია მათთვის, ვინც დიეტას იცავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?