მაიმუნი შეიჭრა სახლში, მშობლებს ჩვილი წაართვა და თვითმხილველებს ბავშვის სიახლოვეს არ უშვებდა (+ვიდეო)
სოფელ კარნატაკას (ინდოეთი) მცხოვრებლებმა ვიდეოზე გადაიღეს მაიმუნი, რომელიც ბავშვის მოპარვას ცდილობდა. ცხოველმა ჩვილი აიყვანა და მის სიახლოვეს ადამიანებს არ უშვებდა, წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მაიმუნი ბავშვს საკმაოდ ფრთხილად და მზრუნველად ექცევა - პატარა საპასუხოდ მას უღიმის, თუმცა, პრიმატი უფროსების მიმართ საკმაოდ აგრესიულია. ბავშვის დედა  პატარას წართმევას შეეცადა, მაგრამ ცხოველი მას კაბაზე კბილებით დაწვდა.

საბოლოოდ, სოფლის მცხოვრებლებმა მაიმუნის ყურადღების გადატანა შეძლეს, რა დროსაც მას ახალშობილი სწრაფად გამოსტაცეს. იმედგაცრუებული პრიმატი "დანაკარგს" შეეგუა, მას აღარ  უცდია პატარას დაბრუნება.

ასევე იხილეთ:

შოკისმომგვრელი
ისტორია ! როგორ გადაარჩინა სანაგვე ბუნკერში გადაგდებული ჩვილი უპატრონო ძაღლმა


მამა ბავშვს ეჩხუბება... კატის ასეთ
რეაქციას არავინ ელოდა


ასეთი მეგობრობა წარმოუდგენელი იყო - მაიმუნმა ლეკვი გადაარჩინა და "იშვილა"
buba
დააჭედე ახლა ამას შუბლში!! შენ რომ პატარა მაიმუნი წაართვა, წამოიყვანო, მოუარო და გაზარდო ბრაკონიერი ხარ!!!
გჰგცჰგ
სად დაინახეთ გაცინებული ბავშვი?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?