ამ წყვილმა ჩვილი "ჩხუბის რინგიდან" აყვანილ პიტბულთან ერთად დატოვა. რაც შემდეგ მოხდა, ბევრს დააფიქრებს
ამ წყვილმა ჩვილი "ჩხუბის რინგიდან"  აყვანილ პიტბულთან ერთად დატოვა. რაც შემდეგ მოხდა, ბევრს დააფიქრებს
არაერთი ადამიანისთვის პიტბულის ჯიშის ძაღლი მკვლელთან, აგრესიულ ძაღლთან ასოცირდება.  მათ წარმოუდგენლად ეჩვენებათ, თუ მშობლები ბავშვს ამ "მკვლელ მანქანას" დაუტოვებენ.

სწორედ ასე მოიქცნენ პატარა ზიგმუნდის მშობლები: 

ორი წლის პიტბულს, სახელად აკამარუს, ძალიან უყვარს თავისი პატარა მეგობარი და მშობლებიც ჩვილთან ერთად ყოფნის ნებას რთავენ.

Zooclub

სხვადასხვა ქვეყანაში დღემდე ვერ გადაუწყვეტიათ პიტბულები გამოიყენონ, როგორც იარაღი თუ საერთოდ აკრძალონ. ჯასტინ აკაფიმ, რომელიც ძაღლის პატრონი და ბავშვის მამაა, გამოაქვეყნა ფოტოები, რათა ადამიანებისთვის ეჩვენებინა ამ ჯიშის ძაღლების დამოკიდებულება ბავშვების მიმართ.

Zooclub

ზიგმუნდი 2014 წლის 26 ნოემბერს დაიბადა, ხოლო  27-ში
აკამარუს შეხვდა. უდავოა, მშობლებს ესმით, რომ ძაღლი შესაძლოა, საშიში იყოს ბავშვისთვის, თუმცა, დარწმუნებულნი არიან, რომ აკამარუ პატარას ზიანს არ მიაყენებს.

კინოლოგების თქმით, ამერიკული პიტბულტერიერი ბავშვებისთვის საუკეთესო ძიძაა. ის კომფორტულად ცხოვრობს ადამიანების გარემოცვაში  და ძალიან უყვარს ბავშვები. მიუხედავად მისი უხეში და ძლიერი გარეგნობისა, პიტბულტერიერი დარაჯად არ გამოდგება, თუმცა, ის ძალიან მეგობრული და მოსიყვარულე შინაური ბინადარია.

ძაღლების ჩხუბის რინგის მოყვარულებმა პიტბულტერიერის ძაღლი შეარჩიეს მისი ძლიერი ყბებისა და მკვრივი კუნთების გამო.

Zooclub

პრაქტიკულად ნებისმიერი ძაღლის გადაქცევა შეიძლება სისხლისმსმელ არსებად, თუ მას ფსიქიკას დაუზიანებ. ასე რომ, ყველაფერში  დამნაშავე  ადამიანია.

აკამარუსაც ძაღლების ჩხუბის რინგისთვის ამზადებდნენ, თუმცა, სასწაულად გადაურჩა სასტიკ ადამიანებს. ახალ პატრონთან 6 თვის ასაკში მოხვდა. ის დათრგუნული, შეშინებული და ავადმყოფი იყო.

Zooclub

"მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა. მისი იმუნიტეტი ძალიან სუსტი იყო", - ამბობს ჯასტინი.

Zooclub

დროთა განმავლობაში, აკამარუ სითბომ, მზრუნველობამ და სიყვარულმა შეცვალა. ის ბედნიერია ახალ პატრონებთან ერთად  და საოცარი სიყვარულით გამოირჩევა ოჯახის ყველაზე პატარა წევრის მიმართ, რომელსაც მშობლები ყოველგვარი შიშის გარეშე ოთახში ძაღლთან ერთად ტოვებენ.

ასევე იხილეთ:

ბედნიერი ძაღლები და მათი ახალი ოჯახები

ძაღლების ჩხუბის რინგიდან გადარჩენილი პიტბულები

ლეკვი 8 კვირის იყო, როცა იპოვეს...სასტიკი პატრონები მას "ჩხუბის რინგისთვის" ზრდიდნენ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?