ბედნიერი ძაღლები და მათი ახალი ოჯახები
ბედნიერი ძაღლები და მათი ახალი ოჯახები
2007 წელს ამერიკის ფედარალურმა სამსახურმა არაერთი ძაღლი გადაარჩინა "ძაღლების ჩხუბის რინგს" და მათი ორგანიზატორები დააკავა. ეს ყველაფერი ხდებოდა სპორტსმენი მაიკლ ვიკის ეზოში, რომელიც ამ სანახაობის ორგანიზატორი იყო.

უმეტესობა ადამიანებისა ფიქრობდნენ, რომ გადარჩენილი ძაღლები ვერ შეძლებდნენ სახლის პირობებში ცხოვრებას და მშვიდ გარემოში ადაპტირებას, რადგან ამ ცხოველებს ზრდიდნენ მკვლელებად. ორგანიზაციამ The Best Friends Animals Socity-მ გადარჩენილი ძაღლებიდან 22–ს მოუძებნა ახალი ოჯახი.

და აი, რამდენიმე მათგანიც:

შერი: შერი გაზარდეს, რათა "ძაღლების რინგზე" ეჩხუბა, მას არაერთი ჩხუბი აქვს გამოვლილი, თუმცა დღეს ის ეხმარება ძაღლებს,
რომლებიც "ძაღლების ჩხუბის რინგიდან" იხსნეს კეთილმა ადამიანებმა. ვინც კი გაიცნო შერი, ყველას ძალიან შეაყვარა თავი.

Zooclub

ჯორჯია: ჯორჯია იშვილა კეთილმა ადამიანმა. ახალმა პატრონმა არ იცოდა როგორ შეეგუებოდა ძაღლი ოჯახში ცხოვრებასა და სითბოს, თუმცა, ყველას გასაოცრად, ჯორჯია ძალიან კეთილი და თბილი ძაღლი აღმოჩნდა. ის 2013 წელს დაიღუპა.

Zooclub

ჰალლე: ეს ძაღლი აიყვანა ოჯახმა და ცხოვრობს ორ სხვა ძაღლთან ერთად. ჰელლე თამაშობს თავის ახალ მეგობრებთან და დღეს ძალიან ბედნიერია. "ის ნამდვილად ძალიან საყვარელი ძაღლია." – ამბობს ჰელლეს ახალი პატრონი.

Zooclub

ლამაზი დანი: როდესაც პირველად დანი იხსნეს "ძაღლების რინგიდან", ის ძალიან დათრგუნვილი და გაღიზიანებული იყო. დღეს ის მიმნდობი და თბილი ძაღლი გახდა. დენი აიყვანა ოჯახმა, სადაც პატარა ბავშვი იზრდება. მას დღეს იმდენად ენდობიან ახალი პატრონები, რომ ოთახში ჩვილთან ერთადაც ტოვებენ.

Zooclub

ლითთელ რედი: ამ ძაღლს იყენებდნენ სხვა ძაღლების დასაგეშად. სანამ მოჩხუბარ ძაღლს გაუშვებნენ რინგზე "სავარჯიშოდ," მანამდე ლითთელ რედთან აჩხუბებდნენ, რათა გამოცდილება შეეძინათ. ძაღლი წაიყვანა კეთილმა ოჯახმა და ამჟამად ის ძალიან კარგად გრძნობს თავს. იმედია დაავიწყდა ყველა ტკივილი, რაც კი წარსულში გადაიტანა.

Zooclub

ოლივერი: როდესაც ოლივერი ახალმა ოჯახმა აიყვანა, ის ძალიან გაბოროტებული იყო, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ადამიანები მას თბილად და ყურადღებით ექცეოდნენ, ძაღლმა მთელი თავისი სითბო გამოავლინა. ოლივერს ძალიან შეუყვარდა თავისი ახალი პატრონი.

Zooclub

სკუაკერი: სკუაკერი იყო ყველაზე აგრესიული ძაღლი რიგნზე, რომელიც კი ოდესმე გინახავთ. ამჟამად ის ცხოვრობს 6 ძაღლთან ერთად, ცხოველების მოყვარულ ოჯახში, სადაც ბევრ სითბოსა და სიყვარულს უნაწილებენ ახალი პატრონები.

Zooclub

მელი: ეს ძაღლი აიყვანა ადამიანმა, რომელიც მუშაობდა რადიოში და გადმოსცემდა ძაღლების ჩხუბს 2007 წელს. საბოლოოდ მას იმდენად შეუყვარდა ცხოველები, როდესაც გაიგო ძაღლების გათავისუფლების ამბავი, მაშინვე წავიდა და აიყვანა მელი. დღეს ძაღლი თავის ახალ პატრონთან ერთად ძალიან ბედნიერი ცხოვრობს.

Zooclub

ოსკარი: ოსკარის ახალი პატრონი არ აპირებდა "ჩხუბის რინგიდან" ძაღლის აყვანას, მას მხოლოდ პიტბულის ჯიშის ძაღლი სურდა, თუმცა ამ ძაღლის აყვანა მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ძაღლი იოლად შეეჩვია თავის ახალ პატრონს. დღეს ოსკარი ძალიან ბედნიერი ძაღლია.

Zooclub

ადამიანებმა ამ ცხოველებს ბოროტება და აგრესია ასწავლეს, თუმცა მათ სითბო და სიყვარულიც შესძლებიათ. მსოფლიოში კიდევ უამრავი ძაღლი იტანჯება ამ საშინელი მდგომარეობით. ძაღლები არსებობენ იმიტომ, რომ ჩვენი ერთგული მეგობრები იყვნენ და არ იმიტომ, რომ ისინი ტაჯვასა და წამებას განიცდიდნენ ადამიანების მხრიდან.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?