ლეკვი 8 კვირის იყო, როცა იპოვეს...სასტიკი პატრონები მას "ჩხუბის რინგისთვის" ზრდიდნენ
ლეკვი 8 კვირის იყო, როცა იპოვეს...სასტიკი პატრონები მას "ჩხუბის რინგისთვის" ზრდიდნენ
"ნუთუ შეიძლება ასე უგულოდ მოექცე მათ, ვინც გენდობა, მეტიც ყოველდღიურად ამყოფო ის ტანჯვასა და წამებაში?"- წერენ აშშ-ს ერთ-ერთ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის Facebook-ის გვერდზე ცხოველთა მოყვარულები. 

350-ზე მეტი მშიერი და განადგურებული ძაღლი ყოველდღიურად განიცდიდა ტკივილსა და დამცირებას. ისინი  ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ იხსნა ბოროტი ადამიანებისგან, რომლებიც თითქმის ყოველ დღე მართავდნენ ძაღლების ჩხუბს და ამით ფულს შოულობდნენ. მათ შორის ყველაზე პატარა 8 კვირის ლეკვი, სახელად ტიმ კუპერი იყო.

Zooclub

აშშ-ში ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაკავების სპეც-ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სპეციალური ძაღლის ფერმები ჰქონდათ
გახსნილი და ძაღლებს ჩხუბის რინგისთვის ამზადებდნენ.

Zooclub

ტიმი ამ ძაღლებს შორის ყველაზე პატარა იყო. 

Zooclub

ის დიდი
ჯაჭვით იყო დაბმული ეზოში.

Zooclub

"როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს სასტიკი უდანაშაულო ცხოველის მიმართ?"- წერენ ცხოველთა მოყვარულები.

Zooclub

სპეც-ოპერაციის დროს დააკავეს 14 ადამიანი.

Zooclub

გადარჩენილი ტიმი ცხოველთა დახმარების რეკლამაშიც მოხვდა.

Zooclub

დაკავებიდან 9 თვის შემდეგ 14-დან 10-მა ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა.

Zooclub

სპეც-ოპერაციის დროს არაერთი ძაღლის გვამი იპოვეს.

საბედნიეროდ, ტიმს გაუმართლა და მათ შორის არ მოხვდა.

Zooclub

ის აიყვანეს ცხოველთა დამცველებმა და გაჩუქებამდე მოათავსეს თავშესაფარში ისევე, როგორც ფერმაში ნაპოვნი სხვა ძაღლები.

ასე გამოიყურება ტიმი დღეს.

Zooclub

ტიმმა ისწავლა ადამიანების ნდობა და მათთან მეგობრობა.

Zooclub

სამწუხაროდ, დიდი დრო დასჭირდა სპეციალური საბუთების მომზადებას, რათა სასტიკი პატრონებისგან ოფიციალურად ყოფილიყვნენ ძაღლები თავისუფალნი.

ამის შემდგე, ბევრი მათგანი გაჩუქდა ზოგიერთი მათგანი კი კვლავ ელოდება თავშესაფარში ახალ პატრონს.

Zooclub

მათ შორის ტიმმაც იპოვა მზრუნველი ოჯახი, სადაც ბედნიერი იცხოვრებს ცხოვრების ბოლომდე.

ასევე იხილეთ:

მოპარული ძაღლი პატრონებმა ერთი წლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში იპოვეს

ბედნიერი ძაღლები და მათი ახალი ოჯახები

ძაღლების ჩხუბის რინგიდან გადარჩენილი პიტბულები

ნინო
ეხლა ის 14 კაცი დააბან ჯაჭვებით და აშიმშილონ და მერე აჩხუბონ ერთმანეთდი
ABC
სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯო ამ არაადამიანებს :@
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?