თუ ძაღლები ჩხუბობენ...
თუ ძაღლები ჩხუბობენ...
თუ ში­ნა­უ­რი ძაღ­ლე­ბის ჩხუბს შეს­წრე­ბი­ხართ, გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ხან­მოკ­ლე ორ­თაბ­რძო­ლაც კი ძალ­ზე სა­გან­გა­შოა _ ის შე­იძ­ლე­ბა მოჩხ­უ­ბარ­თა სე­რი­ო­ზუ­ლი და­სა­ხიჩ­რე­ბით დამ­თავ­რდეს . ჩხუბს მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში იწყ­ე­ბა მა­შინ, რო­ცა არც ერ­თი მო­ნა­წი­ლე არ იხევს უკან, მი­უ­ხე­და­ვად აშ­კა­რა გა­მაფ­რთხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი­სა.


მა­ღა­ლი ძაღ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა
ჩხუბისას მაღალ ძაღლებს აქვთ უპი­რა­ტე­სო­ბა – სი­მაღ­ლე. შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ძაღლს კი შე­უძ­ლია და­უს­ხლტეს და გა­იქ­ცეს, რი­თაც სას­ტიკ დაკ­ბე­ნას გა­და­ურ­ჩე­ბა.

შე­უ­პოვ­რო­ბა
მარ­თა­ლი­ა, ეს ძაღ­ლი გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რა­ა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ აგ­რე­სი­ას ავ­ლენს.

ბრძო­ლა ინ­სტინ­ქტებ­თან

ძაღ­ლის ზო­გი­ერ­თი ტი­პი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბულ­ტე­რი­ე­რის ჯგუ­ფი,
უფ­რო მებ­რძო­ლი ბუ­ნე­ბი­სა­ა, რაც იმის დასტურია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ისი­ნი ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბის­თვის გა­მო­იყ­ვა­ნეს. ძუ­ე­ბი, რო­გორც წე­სი,
ხვა­დებ­ზე ნაკ­ლე­ბად ავე­ბი არი­ან. აგ­რე­სია არ ახა­სი­ა­თებთ ლეკ­ვებ­საც და ამ სტა­დი­ა­ზე სა­ჭი­როა მა­თი სა­თა­ნა­დო გაწ­ვრთნა მებ­რძო­ლი ძაღ­ლის ინ­სტინ­ქტე­ბის და­სათ­რგუ­ნად.
ხვად ძაღ­ლებ­ში აგ­რე­სი­უ­ლი ინ­სტინ­ქტე­ბის შემ­ცი­რე­ბას ხელს უწყ­ობს კას­ტრა­ცი­ა, რის შემ­დე­გაც ორ­გა­ნიზ­მში ეცე­მა მამ­რო­ბი­თი სას­ქე­სო ჰორ­მო­ნის _ ტეს­ტოს­ტე­რო­ნის – დო­ნე. კას­ტრი­რე­ბუ­ლი ძაღ­ლის გაწ­ვრთნა შე­და­რე­ბით იო­ლი­ა. თუ შე­ნიშ­ნავთ, რომ თქვე­ნი ძაღ­ლი სხვა ძაღ­ლე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი­ა, გა­უ­კე­თეთ ალი­კა­პი სე­ირ­ნო­ბის დროს. მი­ზან­შე­წო­ნი­ლი­ა, რჩე­ვის­თვის მი­მარ­თოთ კი­ნო­ლოგს ან თქვენს ვე­ტე­რი­ნარს, რა­თა უფ­რო ად­ვი­ლად დასძ­ლი­ოთ ძაღ­ლის აგ­რე­სი­უ­ლი ინ­სტინ­ქტი.

არას­წო­რად აღ­ქმუ­ლი ნიშ­ნე­ბი

ზრდას­რუ­ლი ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნო­ბენ, თა­მა­შის დროს ხში­რად ჩხუ­ბო­ბენ, რი­თაც ნამ­დვი­ლი აგ­რე­სი­ის გა­რე­შე ამოწ­მე­ბენ ერ­თმა­ნე­თის ძალ­-ღო­ნეს; ეს სა­ჭი­როა უპი­რა­ტე­სი ინ­დი­ვი­დის გა­მო­სავ­ლე­ნად და სო­ცი­ა­ლუ­რი იე­რარ­ქი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. აშ­კა­რა­ა, რომ ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ექ­სტე­რი­ე­რით მგლებს ჰგვა­ნან, მა­გა­ლი­თად ციმ­ბი­რუ­ლი ჰას­კი, გა­ცი­ლე­ბით უკეთ ახერ­ხე­ბენ ერ­თმა­ნეთ­ში ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლას. ხო­ლო ზო­გი­ერ­თი ჯი­ში, მა­გა­ლი­თად ფრან­გუ­ლი ბულ­დო­გი, რო­მე­ლიც წი­ნაპ­რებ­თან შე­და­რე­ბით უაღ­რე­სად შეც­ვლი­ლი­ა, მუ­ქა­რის გა­მო­ხატ­ვას ძალ­ზე სუს­ტად ახერ­ხებს. ამი­ტომ მა­თი თა­მა­ში შე­იძ­ლე­ბა ნამ­დვილ ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­დოს, რად­გან მე­ტო­ქე­ე­ბი ზოგ­ჯერ არას­წო­რად აღიქ­ვა­მენ ერ­თმა­ნე­თის გან­ზრახ­ვას.

ჩხუ­ბის შეწყ­ვე­ტა

ში­ნა­ურ­მა ძაღ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ჯგუ­ფურ ცხოვ­რე­ბას არ არი­ან მიჩ­ვე­უ­ლი, შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რად გა­ი­გონ სხვა ძაღ­ლე­ბის სხე­უ­ლის ენა _ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ეჩხ­უ­ბონ კი­დეც იმ ინ­დი­ვიდს, რო­მე­ლიც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ სა­ერ­თოდ არ აპი­რებს მათ­თან ჩხუბს. პარ­კში სე­ირ­ნო­ბი­სას, სა­დაც თქვე­ნი ძაღ­ლი სხვა ძაღ­ლებს ხვდე­ბა, ყუ­რადღ­ე­ბით იყა­ვით და თუ შე­ატყ­ვეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩხუ­ბი გა­ჩაღ­დეს, მა­შინ­ვე მო­უხ­მეთ თქვენ­კენ. ყო­ველ­თვის ფხიზ­ლად ადევ­ნეთ თვა­ლი და ეცა­დეთ, და­საწყ­ის­ში­ვე აღ­კვე­თოთ ნე­ბის­მი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. თუ ჩხუ­ბი გა­ჩაღ­და, ძაღ­ლე­ბი ხე­ლით არ გა­აშ­ვე­ლოთ, რად­გან შე­იძ­ლე­ბა დაგ­კბი­ნონ. ამის ნაც­ვლად ლა­სოს ტი­პის სა­ბე­ლი კი­სერ­ზე შე­მო­ახ­ვი­ეთ თქვენს ძაღლს და უსაფ­რთხოდ გა­მო­ა­რი­დეთ იქა­უ­რო­ბას.

უკა­რე­ბა

ტე­რი­ე­რის ტი­პის ძაღ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბე­ბი და ხში­რად ერ­თმა­ნე­თის მი­მარ­თაც აგ­რე­სი­უ­ლო­ბას ამ­ჟღავ­ნე­ბენ.

ნაკ­ლი
ჯეკ რა­სელ ტე­რი­ე­რი, მარ­თა­ლი­ა, თა­ვის მე­ტო­ქე­ზე ასა­კით უფ­რო­სი­ა, მაგ­რამ მას­ზე პა­ტა­რა და და­ბა­ლი­ა, რაც ჩხუ­ბის დროს სე­რი­ო­ზულ ნაკ­ლად ით­ვლე­ბა.


ფრთხილად!
იცო­დეთ, რომ ჩხუ­ბის შემ­დეგ ძაღ­ლი ძალ­ზე დათ­რგუ­ნვი­ლია და შე­იძ­ლე­ბა ჭრი­ლო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ნე­ბა არ მოგ­ცეთ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?