როგორ გავაშველოთ ჩხუბის დროს კატები?
როგორ გავაშველოთ ჩხუბის დროს კატები?
გესმით კნავილი, ღრენა, ოთახში ნივთების ხმაური - თქვენი კატები ჩხუბობენ და აუცილებელია რამე იღონოთ მათ გასაშველებლად.

არასწორი იქნება თუ ერთ-ერთ მათგანს ჩხუბის დროს დაიჭერთ და შეეცდებით სხვა ოთახში მის გაგდებას. ამ დროს აგრესიულმა კატამ შესაძლოა შემთხვევით დაგკაწროთ, გიკბინოთ ან რაიმე მნიშნვნელოვანი ზიანი მოგაყენოთ. 

ვეტერინარი რამდენიმე რჩევას გვაძევს, თუ როგორ გავაშველოთ მოჩხუბარი კატები, ისე რომ ზიანი არ მივაყენოთ და ჩვენც უვნებელად დავაღწიოთ თავი.

გადაიტანეთ მათი ყურადღება სხვა რამეზე:

ვეტერინარი კატების პატრონს ურჩევს მოჩხუბარ ცხოველებს ზემოდან, სწრაფი მოძრაობით გადააფაროს რაიმე ქსოვილი. მაგალითად, პლედი ან
მათი მიმართულებით ისროლოს პატარა მსუბუქი ბალიში. სხვა ტაქტიკით, სასურველია, შექმნათ "საკუთარი ემოცია". მაგალითად, დაუკრათ ტაში,
იატაკზე დააბრახუნოთ ფეხი ან ხის კოვზი ურტყათ ჯამს, თუმცა, ყველა შემთხვევაში რამდენიმე მეტრით დაშორებული იყავით მოჩხუბარი კატებისგან.

ეცადეთ დააშოროთ ისინი ერთმანეთს:

იმ შემთხვევაში, თუ კატები თქვენს ხმაურზე შეშინდებიან, ეცადეთ ერთ-ერთი მათგანი სხვა ოთახში ჩაკეტოთ. მიეცით დრო, რათა ორივე დამშვიდდეს.

ფრთხილად შეამოწმეთ კატები გარეგნულად:

დაიმახსოვრეთ: შესაძლოა თვლით, რომ ის თქვენი გაზრდილია და ზიანს არ მოგაყენებთ, მაგრამ სასურველია, გაღიზიანებულ კატას არ მიუახლოვდეთ. აუცილებელია მათი ჩხუბიდან 15-20 წუთი გავიდეს, რათა მშვიდად შეძლოთ მიახლოება. შეამოწმეთ ორივე მათგანი გარეგნულად, რამე დაზიანებები არ აღენიშნებოდეს.

შერიგება:

დამშვიდებული კატები შეგიძლიათ კვლავ ერთ ოთახში შეიყვანოთ, თუმცა, რამდენიმე წუთით, შემდეგ ისევ დააშორეთ ერთმანეთს. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე.

ასევე იხილეთ:

რატომ უყვარს კატას ვალერიანი და შეიძლება თუ არა მისთვის ამ წამლის მიღება?


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?