კენგურუების დაუნდობელი ორთაბრძოლა შუა ქალაქში (+ვიდეო)
კენგურუების დაუნდობელი ორთაბრძოლა შუა ქალაქში (+ვიდეო)
კენგურუ რომ ავსტრალიის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ არავის ეგონა, თუ მათი ნახვა შუა ქალაქში გახდებოდა შესაძლებელი.

ავსტრალიის ერთ-ერთი ქალაქის მცხოვრებმა ქუჩაში ჩხუბი გადაიღო, თუმცა, ეს ჩვეულებრივი ჩხუბი არ იყო...

რა ვერ გაიყვეს?.. საყვარელი ქალი, საკვები, იქნებ პოლიტიკური, ან რელიგიური შეხედულებები ვერ დაემთხვა ერთმანეთს?.. არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, ორი გიგანტის ორთაბრძოლა კრივის საუკეთესო ელემენტებით მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა დაუნდობელი იყო, სანახაობა მაინც ძალიან სახალისო აღმოჩნდა. ჩანთოსნებს ნამდვილი საბრძოლო ცეკვა გამოუვიდათ!

ზოგადად, ცნობილია, რომ უფრო ხშირად  ჩხუბობენ მდედრები, რომლებიც საკუთარი
ტერიტორიის დაცვას ცდილობენ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა...

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?