პოლონეთის 3 უდიდეს ქალაქში საცირკო წარმოდგენებში ცხოველთა მონაწილეობა აიკრძალება
პოლონეთის 3 უდიდეს ქალაქში საცირკო წარმოდგენებში ცხოველთა მონაწილეობა აიკრძალება
პოლონეთის ქალაქ სლუპსკის ხელისუფლებამ უარი განაცხადა საკუთარი ტერიტორია გაექირავებინა ცირკისთვის, რომლის შოუს მსვლელობისას, მონაწილეობას მიიღებდნენ სპილოები და ლომები. ამ გადაწყვეტილებას უკვე დიდი ხანია შეუერთდნენ ქალაქების - ვროცლავისა და პოზნანის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. 

შედეგად, პოლონეთის სამმა უდიდესმა ქალაქმა უარი თქვა იმ საცირკო წარმოდგენებზე, სადაც მონაწილეობას ცხოველები იღებენ. უახლოეს მომავალში სამივე ქალაქში გაიცემა განკარგულება ცირკის რეგულაციებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ საცირკო წარმოგენა გაიმართება კერძო ტერიტორიაზე, ქალაქის ხელისუფლება კანონის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს ცხოველთა დაცვას.

"ცირკი შესაძლოა იყოს სახალისო, მაგრამ არა ცხოველებისთვის",
- ამბობს პოზნანის ხელისუფლების წარმომადგენელი, - "იცვლება ჩვენი მენტალობა და ამასთანავე, ცხოველების მიმართ დამოკიდებულებაც. აუცილებელია, დროს აყვე და ბევრი რამ
სწორად გააკეთო".

ასევე იხილეთ:

პოლონეთის ქალაქმა ცხოველების ცირკის მიღებაზე უარი თქვა

ესპანეთის 300 ქალაქში ცხოველების მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებში აიკრძალა

ცირკის ლომების ახალი სიცოცხლე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?