ბრიჯით ბარდო ესპანეთის მეფისგან ითხოვს, აიკრძალოს ნადირობა გრეიჰაუნდთან ერთად
ბრიჯით ბარდო ესპანეთის მეფისგან ითხოვს, აიკრძალოს ნადირობა გრეიჰაუნდთან ერთად
ესპანეთში ნადირობის სეზონის დასასრულს, სტატისტიკურად გრეიჰაუნდის დაახლოებით 10% ქუჩაში უპატრონოდ რჩება. ისინი განწირულნი არიან შიმშილისა და მტანჯველი სიკვდილისთვის, ხოლო ზოგიერთ რეგიონში პატრონისგან მიტოვებული გრეინჰაუნდების რიცხვი 30%-ს აღწევს.

ცხოველთა დამცველებმა ხუთი წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართეს ესპანეთის ხელისუფლებას, რომ აეკრძალათ სასტიკი მოპყრობა გრეინჰაუნდის მიმართ, თუმცა, ყველა მიმართვა უპასუხოდ დარჩა. 

რამდენიმე დღის წინ, ცხოველთა დამცველების პროტესტს ბრიჯიტ ბარდოც შეუერთდა. ფრანგმა მსახიობმა, რომელიც ცხოველთა დაცვის ფონდს ხელმძღვანელობს, ესპანეთის მეფე ფილიპე VI -ს, მთავრობას, ესპანეთის ადგილობრივ ტელევიზიებსა და რიგით მოქალაქეებს ღია წერილი მისწერა თხოვნით, დაუყოვნებლივ აიკრძალოს
გრეინჰაუნდთან ერთად ნადირობა. "ეს არის ველური, სასტიკი და სამარცხვინო ქმედება,"- წერს ბრიჯით ბარდო.

ცხოველთა დამცველმა
მსახიობმა ღია წერილში აღნიშნა, რომ ესპანეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც არაადამიანურად ტოვებენ ახალგაზრდა და ჯანმრთელ გრეიჰაუნდს ნადირობის სეზონის დამთავრებისთანავე.

ბადრო ესპანეთის ლიდერებს დაემუქრა, თუ უახლოეს მომავლაში არ მიიღებს ოფიციალურ პასუხს მის წერილთან დაკავშირებით, ის ესპანეთის მმართველებს სკანდალს მოუწყობს.

ასევე იხილეთ:

პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე

"ცირკი ცხოველების გარეშე"
bebe
დიდი მსახიობი და კიდევ უფრო დიდი ადამიანი...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?