თუთიყუში ბავშვივით ტირის, რათა პატრონის ყურადღება მიიქციოს (სახალისო ვიდეო)
მარკ როზენტალის მეზობლები არაერთხელ დაუკავშირდნენ პოლიციას, რათა ბავშვის ტირილის შესახებ ეცნობებინათ, თუმცა, აქ ბავშვები არაფერ შუაში არიან, უბრალოდ მარკის თუთიყუშმა ყურადღების მისაქცევად ბავშვის ტირილის ხმის იმიტირება ისწავლა.

მარკ როზენტალი ეგზოტიკური ცხოველების გადარჩენის ცენტრის ხელმძღვანელია. მან ვიდეოზე გადაიღო, თუ როგორ "აწვალებს ბავშვებს", რადგან პოლიციაში არაერთი საჩივარი შევიდა. ამ საჩივრებში წერდნენ, რომ მას ცხოველების კონტეინერით ბავშვები გადაჰყავს. გადამზიდში კი უბრალოდ ძალიან ნიჭიერი თუთიყუში აღმოჩნდა.

"ამას ყოველდღე ვისმენ. მეზობლები ფიქრობენ, რომ სახლში მტირალა ბავშვი მყავს. მინდა, ყველას ვაჩვენო, რომ ეს უბრალოდ თუთიყუში, სახელად ნიკოა, რომელიც ბავშვის ხმის იმიტირებით ყურადღების მიქცევას ითხოვს",
- წერს ვიდეოს კომენტარებში მარკ როზენტალი.

ასევე იხილეთ:

ფრინველი მანქანის სიგნალიზაციის ხმას
ზუსტად ახმოვანებს


ლეკვმა სცადა, ზუსტად გაემეორებინა მამლის ყივილი

თუთიყუში ძაღლებთან ერთად გამვლელებს უყეფს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?