ძველად სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს სჯეროდათ, რომ...
ძველად სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს სჯეროდათ, რომ...
რამდენიმე საუკუნის წინ ადამიანებს სჯეროდათ, რომ კატის ზოგიერთ საქციელს შესაძლოა ადამიანისთვის წარმატება, რაიმე მინიშნება ან იღბალი მოეტანა.

მაგალითად, რა უნდა გააკეთონ იმ გოგონებმა, რომლებიც ეძებენ პასუხს კითხვაზე: იმსახურებს თუ არა მათი რჩეული მთელი ცხოვრება მასთან ერთად ყოფნას?  

იმისათვის, რომ ამ კითხვაზე პასუხი გასცეთ, სასურველია, შეახვედროთ თქვენი იდუმალი ბინადარი თქვენს რჩეულს. თუ თქვენი მეორე ნახევარი უკმაყოფილოა თქვნს ბინადართან შეხვედრით, ხოლო კატასაც შეატყობთ, რომ ამ ადამიანის გარემოცვაში უსიამოვნოდ გრძნობს თავს, ოჯახის შექმნამდე სასურველია კარგად დაფიქრდეთ.

მამაკაცებისთვის კატებს ბედნიერება მოაქვთ

თუ მამაკაცს
უყვარს კატები და მათთან ჰარმონიული დამოკიდებულება აქვს, მას ყოველთვის თან სდევს იღბალი. ფსიქოლოგებიც ეთანხმებიან ამ
მოსაზრებას  და მათი თქმით, ბიჭები, რომლებიც კატის გარემოცვაში ცხოვრობენ, მეორე ნახევართან იოლად პოულობენ საერთო ენას.

როგორ სტუმრებს ველოდოთ?

ძველი ლეგენდის თანახმად, კატებს შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ სტუმრების მოსვლა. თუ კატა საღამოს ულვაშს იწმენდს, თქვენ გესტუმრებათ მეგობარი, მაგრამ თუ ის კედლებს ეხახუნება, თქვენი სტუმარი უცნობი ადამიანი ან ადამიანები იქნებიან.

შეუშვით კატა სახლში

თითქოს ამბობენ, რომ თუ ქუჩაში შავი კატა წინ გადაგირბენს, იმ ადგილზე არ უნდა გაიაროთ და ეს არა ერთ ადამიანს სჯერა, თუმცა, ეს მხოლოდ მითია და მეტი არაფერი. ინგლისში შავი კატა ითვლება ბედნიერების მომტანად. შავი კატები მეზღვაურებს ზღვაში გასვლისას თან მიჰყავდათ, რომ მგზავრობა უსაფრთხო ყოფილიყო და უვნებლები და ჯანმრთელები დაბრუნებულიყვნენ შინ.

ამერიკელების აზრით, თუ შავი კატა სახლის კართან მოვა და განიშნებთ, რომ თქვენს სახლში უნდა შესვლა, არ გააგდოთ, შესაძლოა, მასთან ერთად თქვენს ცხოვრებაში ბედნიერებაც მოვიდეს.

ასევე იხილეთ:

როგორ მივიზიდოთ წარმატება მანეკო-ნეკოს დახმარებით

10 მითი კატებზე

სახლი კატის გარეშე - სახლი ბედნიერების გარეშე!

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?