error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/aa894813e229678ea661958030380f55.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
როგორ მივიზიდოთ წარმატება მანეკო-ნეკოს დახმარებით
როგორ მივიზიდოთ წარმატება მანეკო-ნეკოს დახმარებით
ნებისმიერი ადამიანის მიზანია, იყოს წარმატებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ყოველივე ამას სჭირდება დიდი ნებისყოფა, შრომა და გარკვეულწილად იღბალიც.

უძველესი დროიდან, იაპონიაში გარემო პირობების გასაუმჯობესებლად იყენებენ კატის ფიგურას, რომელსაც მანეკი-ნეკო ეწოდება. ეს პატარა ფიგურა, ადამიანის ეხმარება მიიზიდოს წარმატება, ფინანსური სიძლიერე და იღბალი.

არსებობს მანეკი-ნეკოს სხვადასხვა ფორმის ფიგურა, რომელსაც განსხვავებული დანიშნულება აქვს. როგორ შევარჩიოთ ის ფიგურა, რომელიც ჩვენ გვჭირდება გარკვეულ სფეროში წარმატებისთვის?

თუ თქვენ გაინტერესებთ კონკრეტულად წარმატება და ფინანსური მხარე, ან ხართ დამწყები ბიზნესმენი და სურვილი გაქვთ, გაზარდოთ თქვენი საქმი
ანობის
მასშტაბები, სასურველია, შეარჩიოთ მანეკი-ნეკოს კატა, რომელსაც მარჯვენა ხელი ზევით აქვს აწეული. ფიგურა უნდა იყოს თეთრი ან ოქროსფერი. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქისა, ან მონეტა.

Zooclub

მანეკი-ნეკოს კატას, რომელსაც მარცხენა ხელი აქვს აწეული, დაგეხმარებათ მეგობრების, პარტნიორების და კლიენტების მოზიდვაში.

თუ თქვენ გაქვთ სურვილი, გარკვეულ საქმეში მიაღწიოთ ძალაუფლებას, შეიძინეთ მოზრდილი მანეკი-ნეკოს ფიგურა, რომელიც გამოწყობილი იქნება იმპერატორის ტანისამოსში.

იმ შემთხვევაში, თუ სიყვარულში გაქვთ პრობლემები, ეძებთ მეორე ნახევარს ან მეუღლესთან გსურთ ურთიერთობის გაუმჯობესება, ამისთვის უკეთესია, შეიძინოთ სხვადასხვა შეფერილობის კატის ფიგურა. ასევე შესაძლებელია შეარჩიოთ მენეკი-ნეკოს წყვილი ფიგურა (მდედრობითი და მამრობითი), რომლებიც ერთად სხედან წითელ ბალიშზე. ეს სიყვარულის, ერთგულებისა და ვნების სიმბოლოა.

Zooclub

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ხშირად ავადმყოფობს, უმჯობესია სახლში იქონიოთ წითელი ფერის მანეკი-ნეკოს ფიგურა, რომელიც ადამიანს ეხმარება დაავადების დამარცხებაში. ამისთვის ეს უკანასკნელი იაპონიაში დღეგრძელობის სიმბოლოდ ითვლება.

Zooclub

კატის ფიგურას, რომელსაც წინსაფარი უკეთია – ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალების დამხმარედ ითვლება.

შავი მანეკი-ნეკოს ფიგურა ადამიანს იცავს უსიამოვნებებისაგან და ეხმარება მის გარშემო სანდო ადამიანების მოზიდვაში.

Zooclub

თუ გსურთ, წარმატებული, უზრუნველყოფილი და ჯანმრთელი ცხოვრება თქვენი ოჯახისთვის, შეარჩიეთ მოზრდილი ფიგურა, სადაც რამდენიმე კატა ოქროსფერი მონეტებით იქნება გამოსახული. ეს ფიგურა თქვენი ოჯახის თილისმა იქნება.
მანეკი-ნეკოს ფიგურებს შორის შეიძლება შეგხვდეთ უნივერსალურ თილისმებსაც. თეთრი ან სამფერა კატის ფიგურა, რომელსაც ორივე თათი ზევით აქვს აწეული, ყველა მხრივ იზიდავს წარმატებას.

Zooclub
იაპონელები თვლიან, რომ რაც უფრო ზევით აქვს ამ ფიგურებს თათები აწეული, მით უფრო იღბლის მომტანია მისი მფლობელისთვის.

თუ თქვენ გსურთ, რომ გარკვეულ მიზანს სწრაფად მიაღწიოთ, შეარჩიეთ თვალებდახუჭული მანეკი-ნეკოს ფიგურა. იმ ადამიანებს, რომლებსაც სწრაფი ცხოვრებისეული ცვლილებები აშინებს, შეარჩიეთ თვალებგახელილი კატის ფიგურა.

კიდევ ერთი აუცილებელი პირობა: რას ნიშნავს მანეკი-ნეკოს ფიგურა? ეს მხოლოდ თილისმაა, რომელიც გეხმარებათ დაწყებული საქმის პოზიტიურად მოგვარებაში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეიძენთ სხვადასხვა დანიშნულების თილისმას, ხართ უმოქმედოდ და ელოდებით როდის მიაღწევთ მხოლოდ ამ ფიგურების დახმარებით წარმატებას, თქვენი სურვილის ასრულებას, შესაძლოა, უსასრულო დრო დასჭირდეს. იმოქმედეთ და თქვენი წარმატებაც არ დააყოვნებს. ხოლო თქვენი საყვარელი თილისმა საქმეში დაგეხმარებათ.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?