რატომ უყურებენ კატები "მოჩვენებებს"? რას ხედავენ ისინი სინამდვილეში
რატომ უყურებენ კატები "მოჩვენებებს"? რას ხედავენ ისინი სინამდვილეში
კატის ყოველ პატრონს ერთხელ მაინც შეუმჩნევია, თუ როგორ იყურება თავისი ბინადარი სივრცეში (ძირითადად ზევით) და კონცენტრირებას ერთ წერტილზე ახდენს, სადაც ადამიანის თვალი ვერაფერს ხედავს.

ეს მართლაც დიდი გამოცანაა - სინამდვილეში რას უყურებს ამ დროს კატა?

მიზეზი 1.

ორგანიზაცია Animal Acupancture-ის ვეტერინარი რეიჩელ ბარკი წერს: "როდესაც გვეჩვენება, რომ კატა კოსმოსში იყურება, სინამდვილეში მან აღმოაჩინა სუსტი მოძრაობა, რადგან მისი მხედველობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩვენი. ეს შეიძლება იყოს მტვრის ნაწილაკი, მიკროსკოპული ზომის მწერი და ა.შ.".

მიზეზი 2.

2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ
დაამტკიცა, რომ კატისა და ძაღლის თვალებს შეუძლია დაინახოს ულტრაიისფერი სხივი. ადამიანის თვალს ამის უნარი არ აქვს, რადგან ჩვენი
თვალის ლინზა ულტრაიისფერის ბლოკირებას ახდენს. ამიტომ, თუ კატა ერთ წერტილს დაჟინებით აკვირდება, ის შესაძლოა, ამ სხივს ხედავდეს. ლონდონის უნივერსიტეტის ბიოლოგმა და კვლევის ხელმძღვანელმა რონ დუგლასმა არსებული ფაქტი ამგვარად განმარტა: "არასდროს, არცერთ სპეციალისტს უფიქრია, რომ ცხოველებს ულტრაიისფერი სხივის ხილვა შეუძლია, მაგრამ სინამდვილეში ისინი ამას ნათლად ხედავენ".

მიზეზი 3.

კატას სინათლის მიმართ მგრძნობელობა ადამიანზე 6-8 ჯერ მეტად აქვს. სწორედ ამ ფაქტით აიხსნება, რომ ის სიბნელეში ადამიანზე  უკეთ ხედავს, შედეგად განათებულ ოთახებში ის იმაზე მეტს არჩევს, ვიდრე ჩვენ. ეს ცხოველი კარგად ხედავს ტელევიზორის ანარეკლებს მოპირდაპირე კედელზე და შეუძლია, მას დიდი ხნის განმავლობაში დააკვირდეს. გარდა ამისა, კატა ხედავს მზის სხივების მიკრო ზომის მტვერსაც კი.

მიზეზი 4.

კატას საოცრად კარგი სმენა აქვს. მის ყურებს უნარი აქვს, 180 გრადუსით შებრუნდეს და ხმა დიდი სიშორიდან დაიჭიროს. ამ ფუმფულა არსებას უნარი აქვს გაიგოს ისეთი ხმები, რაც ადამიანისთვის მიუწვდომელია, ამ დროს ის შეშდება და იმ წერტილს აკვირდება, რომელსაც ხმის წყაროდ მიიჩნევს.

ამ უცნაურ ქცევას, ვეტერინარები და მკვლევარები, ხშირ შემთხვევაში,  ზევით მოყვანილი ოთხი მიზეზით ხსნიან. უდავოა, შეიძლება თქვენი არგუმენტი გაგაჩნიათ ან თუნდაც დარწმუნებული ხართ, რომ შინაური ცხოველი ამ მოქმედებით "სულებს" ხედავს, თუმცა, მეცნიერება თავისი არგუმენტებით ამას სრულიად უარყოფს.

ასევე იხილეთ:

რატომ მიდის კატა უცხო ოჯახის კართან: მიზეზი და მინიშნება

კატასთან ერთად გძინავთ? ეს უნდა იცოდეთ

სიმართლეა თუ არა, რომ კატა გულგრილი და ეგოისტი ცხოველია?

eeeee
ეს ყველაფერო კატამ თუ თქვა,ამფერუმ მას.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?