სიმართლეა თუ არა, რომ კატა გულგრილი და ეგოისტი ცხოველია?
სიმართლეა თუ არა, რომ კატა გულგრილი და ეგოისტი ცხოველია?
არსებობს რამდენიმე ცხოველი, რომლებსაც ადამიანების უმეტესობა ცალსახად აკრიტიკებს და ეს ამ ცხოველების ქცევის/ხასიათის დამსახურებაა. ამ არსებებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი კატას უკავია. თუ ოდესმე გიხსენებიათ ეს ფუმფულა არსება რამდენიმე ადამიანის გარემოცვაში, ყოველთვის მოიძებნება სულ მცირე ერთი ადამიანი მაინც, რომელიც დაჟინებით ამტკიცებს, რატომ არის კატა ყველაზე საშინელი ცხოველი.

გარკვეულწილად, ეს შესაძლოა, სიმართლესთანაც ახლოს იყოს, რადგან არაერთ კვლევაში კატებმა აჩვენეს, რომ ისინი ეშმაკი არსებები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ძაღლებს შევადარებთ. უდავოა, ძაღლი თანაუგრძნობს ადამიანს, ცხოვრობს და მუშაობს ადამიანის გვერდით უკვე ათასწლეულები,
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ეგოისტური ქცევები არ ახასიათებს.

კვლევამ აჩვენა, რომ კატა მეტად
 მიდრეკილია, შეეჩვიოს ადამიანს და მას უთანაგრძნოს, ვიდრე ძაღლი.  ამას აკეთებს დამოუკიდებლად და საკუთარ პატრონს ღიად არ აჩვენებს, ისევე როგორც ამას შეჩვეულები ვართ ძაღლისგან. კატა დამოუკიდებელი არსებაა და არა ეგოისტი ცხოველი. მას არ სჭირდება, რომ პატრონმა მისთვის ყველაფერი გააკეთოს, განსხვავებით ძაღლისგან.

გარდა ამისა, კატა ჟესტების მთელ სპექტრს იყენებს, რათა გამოხატოს თქვენ მიმართ თავისებური მიჯაჭვულობა - უბრალოდ ისწავლეთ მათი სხეულის ენა. ექსპერტების უმეტესობა ირწმუნება, რომ კატა ისეთივე მოსიყვარულე და მეგობრული ცხოველია, როგორც ძაღლი, თუმცა, მისი გაგება გაცილებით რთულია.

ასევე იხილეთ:

როგორი მოქმედებებით ცდილობს კატა თქვენთან საუბარს?

თუ კატას თქვენს საწოლში ძილი უყვარს. აი, რას ნიშნავს ეს...

სპეციალისტების დასკვნით, თუ პატრონი ნერვიულია, შესაძლოა, მისი კატაც ნერვიული იყოს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?