როგორ გავიგოთ ძაღლის სურვილები მისი ქცევების მიხედვით?
როგორ გავიგოთ ძაღლის სურვილები მისი ქცევების მიხედვით?
ძაღლი საოცარი ცხოველი და ერთგული მეგობარია. მზრუნველი პატრონი ყოველთვის ხვდება, თუ რა სურს მის ოთხფეხა ბინადარს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი მასთან ლეკვობიდან იზრდება. თუმცა, არის ზოგიერთი ქცევა, რომლის ცოდნაც ბევრად გაგიმარტივებთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ურთიერთობას.

შესაძლოა, ძაღლს შევამჩნიოთ უჩვეულო ქცევა, რომელიც ხშირად მეორდება. საქმე ის არის, რომ ოთხფეხა ბინადრებს თავიანთი სხეულის ენა აქვთ.

აი, ძაღლის ყველაზე გავრცელებული ქმედებები:

1. ლეკვის თვალები/გამოხედვა

Zooclub

ძაღლის ყველა პატრონმა იცის ეს გამოხედვა - ლეკვის დიდი მრგვალი თვალები, რომლითაც ჩვენს გულებს ადნობს.

განმარტება: მას თქვენ უყვარხართ. ძაღლებსაც
აქვთ გრძნობა და ემოციები.

2. ძაღლს თქვენთან მოაქვს საჩუქრები

Zooclub

ძაღლი მორბის თქვენკენ პირში ბურთით ან
სათამაშოთი და კუდს აქიცინებს.


განმარტება: ის გჩუქნით საჩუქარს. შესაძლოა, შინაურ ცხოველს თამაში სურს ან საჩუქრით განუგეშებთ.

3. ძაღლი ცდილობს მოგეყუდოთ/მოგეკრათ

Zooclub

ეს არც სიზარმაცეა და არც დაღლილობა.

განმარტება: ის ცდილობს თავისებურად "ჩაგეხუტოთ". ძაღლების სხეულის ენაზე, ეს მჭიდრო ფიზიკური კონტაქტია.

4.მთქნარება

Zooclub

განმარტება: ძაღლი თავს კომფორტულად გრძნობს. ცხოველთა სამყაროში მთქნარება მიჯაჭვულობის ნიშანია. ამ ქმედებით ძაღლი თქვენდამი ნდობას გამოხატავს.

5.ძაღლი თქვენს ფეხთან ჯდება

Zooclub

ეს საოცრად კეთილი ჟესტია ძაღლის მხრიდან, თუმცა, ამ დროს პატრონს მოძრაობა უჭირს.

განმარტება: ოთხფეხა ბინადარი გიცავთ. თქვენს ფეხზე მოკალათება სწორედ ამას გადმოსცემს.

6.ძაღლი ერთ თათს ზევით სწევს

Zooclub

ეს ძაღლის კლასიკური პოზაა.

განმარტება: ცდილობს რაღაც ახალის მოფიქრებას. ძაღლი ყოველთვის იკვლევს ახალ ადგილებს და გარემოს აფასებს.

7.ძაღლი თავს ქვემოთ სწევს

Zooclub

ამ დროს ცხოველი საკმაოდ სახალისოდ გამოიყურება.

განმარტება: ძაღლი თავს სწევს ქვემოთ, რადგან ცდილობს, მიხვდეს, თუ რას ამბობთ.

ასევე იხილეთ:

4 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი ნამდვილად გენდობათ

რითი განსხვავდება კარგად აღზრდილი ძაღლი გაწვრთნილისგან?

რატომ უყვართ ძაღლების უმეტესობას ტალახში გორაობა?


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?