როგორი მოქმედებებით ცდილობს კატა თქვენთან საუბარს?
როგორი მოქმედებებით ცდილობს კატა თქვენთან საუბარს?
ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ კატა დამოუკიდებელი ცხოველია და სანამ მისი ჯამი საკვებით სავსეა, პატრონთან კომუნიკაციის სურვილი არ გააჩნია. სინამდვილეში, ეს ფუმფულა არსება მუდმივად ცდილობს ოჯახის წევრებთან საუბარს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნებიერად სძინავს.

კატის ხმიანობისა და ჟესტების აღწერისთვის ერთი წიგნის დაწერაც კი არ კმარა. ჩვენ შევკრიბეთ, მხოლოდ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევა, თუ როგორ ესაუბრება კატა პატრონს.

კრუტუნი 

Zooclub

კატის პატრონების უმეტესობა თვლის, რომ თუ კატა კრუტუნებს, ის დადებით განწყობაზეა. გარდა ამ მოსაზრებისა, კატის კრუტუნს რამდენიმე ახსნა აქვს. მაგალითად, კატა კრუტუნებს, როდესაც ავადაა ან აქვს
ჭრილობა. ამიტომ, მისი კრუტუნი შეიძლება ნიშნავდეს - " არ მიმატოვო, გთხოვ!"  ამგვარად, ის დახმარებას გთხოვთ.
ასევე, დაბალი სიხშირის კრუტუნი გამოხატავს სიფრთხილეს და თავდაცვისთვის მზაობას.

კატური მისალმება

Zooclub

როდესაც სახლში ბრუნდებით, თქვენი კატა ფეხებზე თავით გეხებათ და ფიქრობთ, რომ მას კიდევ რაღაც უნდა. უდავოა, ხშირ შემთხვევაში, ასეც არის, თუმცა, ამასთან ერთად თქვენი ბინადრის  ჟესტი მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავს, რაც აიხსნება შემდეგი სიტყვებით: "ბედნიერი ვარ, რომ დაბრუნდი. უშენოდ მოვიწყინე".

ამ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, რომლებიც გარეული კატების ოჯახს აკვირდებოდნენ: როდესაც ცხოველები ნადირობიდან ბრუნდებოდნენ, რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს სხეულით ეხებოდნენ, ეს კატებისთვის იგივეა, რაც ადამიანებში ჩახუტება.

კატის გამომეტყველება

Zooclub

ძაღლის მსგავსად, შინაურ კატას საოცრად მეტყველი მიმიკა აქვს. თუ მის სახეს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ კუნთები დაძაბულია, როცა ის დისკომფორტს განიცდის, ხოლო მოდუნებული -როცა კატა კმაყოფილია.

კატის განწყობა საკმაოდ მარტივი ამოსაცნობია, უბრალოდ დააკვირდით მის თვალებს. როდესაც თვალებს პერიოდულად ახამხამებს, კატა გეუბნებათ, რომ ის თქვენთან  თავს კომფორტულად გრძნობს. ფართოდ გახელილი თვალები ობიექტის მიმართ ინტერესის გამოხატვის მანიშნებელია.

კნავილი

Zooclub

კატები,  გამონაკლისი შემთხვევების გარდა, კნავილით არ ურთიერთობენ. შინაურ კატას შეუძლია მთელი დღე იკნავლოს (ზოგჯერ ღამეც). სპეციალისტების აზრით, კატებმა შექმნეს ხელოვნური ენა (კნავილის სახით), რათა ადამიანებთან ურთიერთობა შესძლებოდათ.

სინამდვილეში, კნავილი არ წარმოადგენს ადამიანებთან ურთიერთობის უნივერსალურ ენას. ყველა კატას პატრონთან ურთიერთობისთვის გამორჩეული, სახასიათო "დიალექტი" აქვს, რომელსაც სხვა კატები ვერასოდეს აღიქვამენ. საქმე ეხება, ხმის ტემბრსა და გამოთქმის მანერას, რომელსაც ყველა კატა ინდივიდუალურად გამოსცემს და თითოეული მათგანის ხმიანობა უნიკალურია. უცნაურია, თუმცა, მხოლოდ პატრონს შეუძლია აღიქვას, რისი თქმა სურს მის ბინადარს კნავილით: ესაჭიროება დახმარება, მოწყენილია, თუ საკვებს ითხოვს.

ასევე იხილეთ:

რაზე მეტყველებს კატის კუდი?!

კატის ლექსიკონი ანუ როდის რას გვეუბნება ჩვენი კატა

უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?