თუ კატას თქვენს საწოლში ძილი უყვარს. აი, რას ნიშნავს ეს...
თუ კატას თქვენს საწოლში ძილი უყვარს. აი, რას ნიშნავს ეს...
კატა ცხოვრების უმეტეს დროს ძილში ატარებს. შესაძლოა, ამ დრომდე არ შეგიმჩნევიათ, რომ კატას 16-20 საათი ძინავს, რაც მოიცავს თვლემას, ღრმა და ზედაპირულ ძილს.

ზემოთ ჩამოთვლილ ყოველ ფაზას თან ახლავს განსაზღვრული ფიზიოლოგიური პროცესი. კატას შეუძლია დაიძინოს ნებისმიერ დროსა და ადგილას. გარდა ამისა, ის ხშირად სტუმრობს პატრონის საწოლს. რატომ? არსებობს სამი ძირითადი მიზეზი.

კატა ეძებს თბილ ადგილს

ყველამ ვიცით, რომ  კატას ძალიან უყვარს სითბო: ის ხშირად წვება თქვენს ნოუთბუქზე, ნებივრობს მზის სხივებზე და ა.შ. ასევე, ცდილობს საწოლზე ამოძრომას, რათა თქვენს გვერდით მოკალათდეს. გამოიცანით
რატომ? მ
ისთვის თქვენც  სითბოს ერთ-ერთი ობიექტი ხართ.

Zooclub

ძილის დროს კატას მოსწონს უსაფრთხოდ ყოფნა

ძილი - ეს ის დროა, როდესაც კატა ყველაზე მეტად დაუცველია. ამიტომ, როდესაც კატა თქვენთან მოდის, მას სურს თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. იყავით მის მიმართ ლმობიერნი, თქვენი ფუმფულა მეგობარი გენდობათ.

Zooclub

თქვენს შინაურ ცხოველს უბრალოდ ძალიან უყვარხართ

კატა ცხოვრობს თქვენთან, იმიტომ რომ უყვარხართ. ამბობენ, ამ იდუმალ არსებას საკუთარი გრძნობების გამოხატვა არ შეუძლიაო, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ცხოველის ხასიათზე.

კატა გამოხატავს სიყვარულს იმ დროს, როცა ფეხებთან მოდის და ცდილობს შეგეხოთ, გეთამაშებათ, კრუტუნებს თქვენს მკერდზე, თან დაგყვებათ და ლოკავს თქვენს სახეს ან ხელებს. თქვენთან ერთად ძილი კი, კიდევ ერთი სიყვარულის გამომხატველი ნიშანია.

ასევე იხილეთ:

ახსოვს თუ არა კატას გაბრაზება?

კატების ფარული სამკურნალო თვისებები დამტკიცებულია - განსაკუთრებით ქალებისთვის!

რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ მკურნალობენ სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს კატების დახმარებით


თბილისელი
რა ვიცი ჩემსას რატომ არ უყვარს ძილი. თითქმის სულ არ სძინავს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?