ძაღლსა და ადამიანს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს
ძაღლსა და ადამიანს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს
ტყუილად არ ეძახიან ძაღლს "ადამიანის საუკეთესო მეგობარს". მეცნიერების თქმით, ადამიანისა და ძაღლის კავშირი იმაზე ღრმაა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.

აზაბუს (იაპონია) უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოავლინეს მიზეზი, თუ რატომ არის ძაღლისა და ადამიანის კავშირი ასე მყარი. ადამიანისა და ძაღლის კონტაქტისას ორივეს სისხლში არსებული ოქსიტოცინი ( ე.წ. "სიყვარულის ჰორმონი") თანაბრად იმატებს.

მეცნიერებმა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა ჩაატარეს. ერთ-ერთი ცდისას ძაღლები თავიანთ პატრონებთან ერთად იყვნენ  ოთახში. მკვლევრები მათი ოქსიტოცინის მოქმედებას აკვირდებოდნენ. ადამიანები, რომლებიც თავიანთ ძაღლს თვალებში ხშირად უყურებდნენ, მათ სისხლში დაფიქსირდა ოქსიტოცინის მკვეთრი მატება.
იმ ძაღლებსაც,
რომლებიც თავიანთ პატრონებს თვალებში უყურებდნენ, ეს ჰორმონი ანალოგიურად მომატებული ჰქონდათ.

მეცნიერებმა იგივე კვლევა მგლებზე ჩაატარეს და გაირკვა, რომ პატრონთან ურთიერთობისას მგლის ოქსიტოცინის ჰორმონის დონე არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პატარაობიდან ადამიანებთან იყვნენ გაზრდილნი.

"ოქსიტოცინი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ვთვლი, რომ ადამიანსა და მის ძაღლს შორის მიჯაჭვულობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ყოველივე ეს სწორედ ამ ჰორმონის დახმარებით გახდა ცნობილი. მე თავად ვმონაწილეობდი ექსპერიმენტში და მსვლელობისას, მას შემდეგ, რაც ჩემს ძაღლს თვალებში ვუყურებდი, ჩემი ჰორმონის მაჩვენებლი 300 %-ით იყო გაზრდილი."- ამბობს ტაკეფუმი კიკუსუი, აზაბუს (იაპონია) უნივერსიტეტის  პროფესორი, რომლის კვლევაც გამოქვეყნებული იყო ჟურნალ "Science"-ში.

კვლევაში პატრონებთან ერთად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჯიშისა და ასაკის ძაღლები.

ავტორი არ გამორიცხავს, რომ იგივე კავშირი შეიძლება კატასა და მის პატრონს შორის არსებობდეს.

ასევე იხილეთ:

შინაური ბინადრების სიყვარული წონაში დაკლების სტიმულს აძლიერებს

აუტისტ ბავშვებს სასურველია ყავდეთ შინაური ცხოველი

ძაღლს შეუძლია იწინასწარმეტყველოს პატრონის ქმედება

qeti
ვისურვებდი ძაღლთმოძულე ადამიანებს ყველა სასიკეთო ჰორმონი გაუქრეთ! :) ისინი არღვევენ სამყაროს ჰარმონიას!
nino bebo
მერვე სარტულზე ვცხოვრობ და სადარბაზოსჰი სჰესვლის სჰემდეგ ტურმე უკვე კარებტან მელოდება და ყეფას იწყებს როგორ მიყვარს მეც ეს მომენტი ვერ წარმოიდგენტ უსაყვარლესი სპანიელის გოგო მყავს
mari
აბა ჩემს მეზობლებს ჰკითხეთ,არის თუ არა ძაღლი საყვარელი არსება?? იცით როგორ მოაშორეს ეზოდან მურია, რომელიც ყველას დამცველი იყო?? -ბოროტები!!! ლიზი შენს სიხარულს ვიზიარებ
nini
ლიზას: საყვარელი ცუგუნაა
LIZA
ოქსიტოცინის არ ვიცი მაგრამ რომ დავინახავ საღამოობით სამსახურის შემდეგ როგორ მელოდება ჩემი ძაღლი აივანზე, უყურებს ყველა გამვლელ მანქნას, ვაიმე რომ დამინახავს როგორ აბაკუნებს სიხარულისგან თათებს, ვკოცნი და მკოცნის, ვახრჩობ მოფერებით, დღის ყველაზე ბედნიერი მომენტია ეს ჩემთვის.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?