რა ფერებში აღიქვამენ გარემოს ფრინველები?
რა ფერებში აღიქვამენ გარემოს ფრინველები?
ადამიანების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ ხედავენ სამყაროს ცხოველები. სპეციალისტები არაერთ კვლევას ატარებენ იმისათვის, რომ დედამიწის ბინადრები უკეთ შეისწავლონ.

მაგალითად,  ნემსიყლაპიას ტვინი იმდენად სწრაფად მუშაობს, რომ ის მოქმედებებს შენელებული ტემპით ხედავს. გველი თბილი ობიექტებიდან ინფრაწითელ სიგნალებს იღებს, რაც მას ნადავლის პოვნაში ეხმარება. ცხენსა და ზებრას თვალები გვერდებზე აქვთ, რაც მათ პერიფერიულ მხედველობასა და საშიშროების თავიდან აცილებაში ეხმარებათ.

რა ვიცით ფრინველების შესახებ?

ამ საოცარ არსებებს აქვთ ბევრი უჩვეულო თვისება, რომელთა გაზიარებაც ფრინველების მოყვარულთათვის შესაძლოა,  სასარგებლო აღმოჩნდეს.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ფრინველების შესახებ:

პინგვინებს მხოლოდ მარილიანი და
მჟავე გემოს გარჩევა შეუძლიათ;

ფრინველი პალილა, რომელიც გვინეაში ბინადრობს, მიხაკის თესლით იკვებება. ეს მცენარე შეიცავს მაღალი
რაოდენობით ტოქსინებს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პატარა ცხოველი მოკლას;

მტრედები სხვა ცხოველებზე უკეთ არჩევენ ფერებს. ამ ფრინველს ხშირად იყენებენ სამაშველო ოპერაციებში.

სხვადასხვა ფრინველს განსაკუთრებული შესაძლებლობა გააჩნია, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ - ყველა მათგანს საოცრად კარგი მხედველობა აქვს.

მომდევნო გრაფიტი ფრინველისა და ადამიანის მხედველობის შედარებას წარმოადგენს. ფრინველები ტეტრაქრომატები არიან - ისინი ოთხ ფერს ხედავენ: ულტრაიისფერს, ლურჯს, მწვანესა და წითელს, ხოლო ჩვენ ტრიქრომატები ვართ და მხოლოდ სამ ფერს ვხედავთ: ლურჯს, მწვანესა და წითელს.

Zooclub

ორენტოლოგი ჯონს სმიტი ირწმუნება, რომ ფრინველები ფლობენ საოცარ უნარს - ისინი ხედავენ ფერების სრულ სპექტრს, რომლის დანახვის უნარიც ადამიანს არ აქვს.

Zooclub


Zooclub
გაცილებით მარტივია მაგალითით ახსნა: მამალი მდელოს ოვსადი, ყვითელი გულით, ორფერი გვეჩვენება (ძირითადი ფერი ყვითელი), მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ფერებს, რასაც ფრინველები ხედავენ.

Zooclub

მდელოს ოვსადის პოტენციური პარტნიორები ან მისი კონკურენტები ხედავენ მკერდზე არსებულ ულტრაიასამნისფერ ბუმბულსაც, რომლითაც ის მდედრისგან გამოირჩევა.

წყარო: boredpanda.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?