საინტერესო ფაქტები შინაურ ცხოველთა კვებაზე
საინტერესო ფაქტები შინაურ ცხოველთა კვებაზე
შინაური ცხოველის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორი კვებაა. სპეციალისტები  ცხოველთა კვების შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გვიზიარებენ. თქვენს ბინადარს ამ ინფორმაციით გაუხანგრძლივებთ სიცოცხლეს.

1. პატრონის სუფრიდან მიწოდებული საკვების მხოლოდ 30%-ს ითვისებს ცხოველის ორგანიზმი. უნდა აღინიშნოს, რომ შინაური ბინადრის კუჭ-ნაწლავის სტრუქტურა ადამიანის ორგანოებისგან განსხვავებულია. ცხოველის  ფერმენტების შემადგენლობა მხოლოდ ნაწილობრივ გადაამუშავებს იმ საკვებს, რაც ადამიანისთვის შესაძლოა, სასარგებლო იყოს.

Zooclub

2. ადამიანისთვის დამზადებული საკვები არ უზრუნველყოფს ცხოველის ორგანიზმის მოთხოვნილებებს. ასეა თუ ისე, კატები/ძაღლები იძულებულნი არიან მიირთვან ის, რასაც აწვდიან. მსგავს შემთხვევაში დაბალანსებული კვება გამორიცხულია.

ის, რომ კვების პროცესი
მნიშვნელოვანია, აღნიშნულია არა მარტო ცხოველთა საკვების გამყიდველები მიერ, არამედ მკვლევრებისა და იმ ადამიანების მიერ, რომლებიც
ჩვენი ბინადრებისთვის საკვებ შემადგენლობას ამზადებენ.

პატრონების უმეტესობა, მზა პროდუქტების დახმარებით,  თავისი ოთხფეხა მეგობრისთვის, დამოუკიდებლად ვერ ახერხებს სწორი კვების რაციონის შედგენას.

სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ცხოველის მფლობელებს ურჩევენ მზა საკვებს, რომელიც შეიცავს ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანამ ცხოველისთვის განკუთვნილ მზა საკვებს შევიძენთ, აუცილებელია, რჩევისთვის ვეტერინარს მივმართოთ.

3. ცხოველები მრავალფეროვნებას ვერ ეგუებიან. მათთვის ნორმალურია, თუ კვება ერთფეროვანი და სტაბილურია.  და მართლაც, თუ  ცხოველი ჭამს მაგალითად თევზის კონსერვს სუპერმარკეტიდან ან კატა ძაღლის საკვებს, გადაწყვეტილებას პატრონი იღებს და არა თავად შინაური ცხოველი. მისთვის უკეთესია, რაც უფრო მუდმივი და ერთფეროვანი საკვებია მის რაციონში.

Zooclub

4. შინაურ ცხოველს ერთ ჯერზე უნდა მისცეთ ერთი სახეობის საკვები. შეიძლება თუ არა ძაღლს/კატას მივცეთ მშრალი და სველი საკვები ერთდროულად? არ არის სასურველი.  ერთჯერადად უნდა იყოს შერჩეული მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი - მშრალი ან სველი. ჭამიდან უნდა გავიდეს 2 საათი. ამის შემდეგ შეგიძლიათ საკვების შეცვლა.

5. ცხოველისთვის განკუთვნილი საკვების ყიდვისას აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება პროდუქტის ვადას. ისევე როგორც ადამიანისთვის განკუთვნილი პროდუქტი, ცხოველის საკვებიც უნდა შეინახოთ მშრალ და გრილ ადგილას ან კარგად გაეცნოთ შეფუთვაზე მითითებულ წესებს.

6. ზოგიერთი ვეტერინარი გვირჩევს, რომ შინაური ბინადრისთვის მოხარშული და გაწმენდილი თევზის მიცემა (განსაკუთრებით კატებისთვის) შესაძლებელია არა უმეტეს კვირაში ერთხელ. მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ კატას თევზი უყვარს, მის კვების რაციონში ეს პროდუქტი ყოველდღე შეიძლება იყოს, მითია. ზღვის პროდუქტები ცხოველის კუჭ-ნაწლავზე უარყოფითად მოქმედებს. სწორედ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ კატებს თევზი უყვართ და მიირთმევენ მას.

Zooclub

7. არ არის სასურველი, ძაღლს აჭამოთ კარტოფილი და ცხიმიანი ხორცი. თუ გინდათ, რომ თქვენს ბინადარს ჯანმრთელი ღვიძლი ჰქონდეს, არ მისცეთ მას ცხიმიანი საკვები.  ამ პროდუქტმა, შესაძლოა, ცხოველის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

ეს ეხება კარტოფილსაც - ცხოველის კუჭ-ნაწლავს უჭირს სახამებლის გადამუშავება. ასევე, აკრძალვა ეხება ძვლებს, რომელთა ბასრი ნაწილები ხვდება მუცლის ღრუში და აზიანებს ნაწლავებს.

Zooclub

8. კატას რძე რომ  უყვარს, ეს ბავშვებმაც იციან, თუმცა, აქაც ერთი პრობლემაა - ფუმფულა ბინადრის ორგანიზმი ამ პროდუქტს ვერ ითვისებს. მის ნაწლავში არ არის ფერმენტი, რომელიც რძეს გადაამუშავებს. ამიტომ, მისი მიღებისას, შესაძლოა, კატას საკვების მომნელებელი ტრაქტის პრობლემები განუვითარდეს. ამასთანავე, ფერმენტირებული რძის პროდუქტები ცხოველისთვის სასარგებლოა.

Zooclub

9. დოზირებული კვება: შინაური ცხოველის კვების დროს, თუ არ გაითვალისწინებთ რაოდენობრივ კვებას (ვეტერინარის შერჩეული რაციონი და რაოდენობა), შესაძლოა, დაემართოს გაუწყლოვანება, რომელიც შარდის ბუშტში ქვების დაგროვების პროვოცირებას და ღვიძლის დაავადებას იწვევს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობის საკვების მიღება ამცირებს შინაური ბინადრის ცხოვრების აქტიურ რიტმს, რაც იწვევს ჭარბ წონასა და გულის დაავადებებს.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენი ბინადრის კვების რაციონს. კონსულტაცია გაიარეთ ვეტერინართან და გაითვალისწინეთ მისი რჩევები. შედეგად, თქვენი ოთხფეხა მეგობარი დიდხანს იცოცხლებს, იქნება ჯანმრთელი და ბედნიერი.

ასევე იხილეთ:

მშრალი თუ სველი კვება? რომელი სახის საკვებია უკეთესი ჩემი კატისათვის?

რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომელიც ძაღლისთვის საზიანოა

რომელი საკვებია რეკომენდირებული თქვენი ძაღლისთვის?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?