მშრალი თუ სველი კვება? რომელი სახის საკვებია უკეთესი ჩემი კატისათვის?
მშრალი თუ სველი კვება? რომელი სახის საკვებია უკეთესი ჩემი კატისათვის?
კატების მოყვარულთა საზოგადოებაში მსგავსი კითხვები ხშირად ტრიალებს. ჩვეულებრივ, შინაური ცხოველების კვების სპეციალისტთა და ვეტერინართა უმრავლესობა კატის მფლობელებს დაბალანსებული, ყველა საჭირო ნივთიერებით სავსე კვების რაციონისკენ მოუწოდებს. და მაინც, გამომდინარე იქედან, რომ უამრავ ფაქტორთან გვაქვს საქმე, აღნიშნულ საკითხზე ცალსახა პასუხის გაცემა მარტივი არაა. ფაქტია, რომ ორივე სახის საჭმელს თავისი უპირატესობა გააჩნია და მიზანშეწონილი კვება, როგორც ასეთი, მაინც ინდივიდუალურია.

გარდა იმისა, რომ სველი საჭმელი გემრიელია და კატების უმეტესობას უყვარს მისი ჭამა, კონსერვსა და პაუჩში წყლის შემცველობა საკმაოდ მაღალია (72% მაინც), რაც კატას დეჰიდტრაციისგან
(გაუწყლოვნება) იცავს. კატებს ნაკლებად აწუხებთ ხოლმე წყურვილი, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ არ ვამყოფოთ ისინი მხოლოდ მშრალ
კვებაზე. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზედმეტი სველი საჭმლის მიღებამ შესაძლოა, თქვენს კატას საშარდე ტრაქტის პრობლემები შეუქმნას. ამასთანავე, სველი საკვები პროდუქცია პატარა მოცულობებით იყიდება, რაც უამრავი, განსხვავებული არომატის დაგემოვნების შესაძლებლობას იძლევა. საყურადღებოა ასევე პროდუქციის ხარისხი. პრემიუმ კლასის ბრენდებიდან პოპულარულია მაგალითად, Kitekate და Whiskas.

რაც შეეხება მშრალ საკვებს, იგი ფრიად ხელსაყრელია თავისუფალი კვების რეჟიმში. კერძოდ, მშრალი საკვები უმჯობესია, როცა კატას მთელი დღის ან ღამის განმავლობაში უყრით საჭმელს და თვითონ წყვეტს თუ რამდენი და როდის ჭამოს. სველი საკვების შემთხვევაში კი არაა რეკომენდირებული მისი ღიად დატოვება ერთ საათზე მეტხანს ბაქტერიების გავრცელებისგან თავის ასარიდებლად. აღნიშნული უპირატესობის გარდა, მშრალი საკვები კარგია კბილების სიჯანსაღისთვის, უფრო კონკრეტულად, იგი ხელს უწყობს ნადებისა და ქვების მოშორებას. მშრალი საკვების კატეგორიაში სუპერ პრემიუმია Pro Plan-ის ბრენდი.

აღნიშნული უპირატესობებიდან გამომდინარე, კატის მეპატრონეთა დიდი ნაწილი არჩევანს ორივე სახის საკვებზე აჩერებს, რაც ალბათ ყველაზე მიზანშეწონილია. თუმცა, თუ გსურთ, რომ თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა სწორად იკვებოს, პროდუქციის შერჩევისას, იქნება ის სველი თუ მშრალი საკვები, აუცილებლად გაითვალისწინეთ ასევე კატის ასაკი, ენერგიულობისა და მისი სანიტარულ-ვეტერინარული მდგომარეობის ფაქტორიც.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?