რომელი საკვებია რეკომენდირებული თქვენი ძაღლისთვის?
რომელი საკვებია რეკომენდირებული თქვენი ძაღლისთვის?
შინაური ცხოველების საკვების ბაზარზე იმხელა არჩევანია, რომ თქვენი ოთხფეხასათვის სწორი საკვების შერჩევა შესაძლოა ერთი შეხედვით რთულ საქმედაც მოგეჩვენოთ.
თუმცა, საუკეთესო ხარისხის საკვების მწარმოებელთა დიდი ნაწილის წყალობით, ეს პროცესი ძაღლის მეპატრონეებისათვის დღეს გამარტივებულია. ქართულ ბაზარზე შეხვდებით ისეთ ბრენდებს, რომელთა საკვები ისეა ფორმულირებული, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლს ერგება. მაშასადამე, საკვების შერჩევისას, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ იმით, თუ რომელი პროდუქციაა გამოშვებული სპეციალურად თქვენი ძაღლისთვის.

საკვების ეს სახე ძაღლის ინდივიდუალურ კვებით საჭიროებებს პასუხობს. მაღალი ენერგიის მქონე პატარა ჯიშის ძაღლები, როგორიცაა მაგალითად ჩიხუახუა, დაბალი ენერგიის მქონე დიდი
ჯიშის ძაღლებისგან (მაგალითისთვის წარმოიდგინეთ ბულმასტიფი) განსხვავებული კვებითი საჭიროებებით ხასიათდებიან. საკვები პროდუქციის მწარმოებლებმა გაითვალისწინეს, რომ სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს საკვების მიმართ განსხვავებული საჭიროებები გააჩნიათ და შექმნეს კონკრეტული ჯიშის ძაღლზე მორგებული საკვები პროდუქტები. როგორც ვიცით, ლაბრადორები მიდრეკილები არიან გასუქებისკენ, შესაბამისად სპეციალურად ამ ჯიშის ძაღლისთვის გამოშვებული საკვები ნაკლებად კალორიულია. მსგავსად, გერმანული ნაგაზისთვის გამოშვებული საკვები ისეა შემუშავებული, რომ მისი გადამუშავება ძაღლისთვის ადვილია, ეს იმიტომ, რომ ამ ჯიშის ძაღლს მიდრეკილება აქვს კუჭნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებთან.

შინაური ცხოველების საკვების ბაზარზე არსებული ერთ ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც კონკრეტულ ჯიშზე მორგებულ ფორმულას ამზადებს, არის ედვანსი. ედვანსი უმაღლესი ხარისხის დაბალანსებულ საკვებს აწარმოებს. შესაბამისად, თუ სპეციალურად თქვენი ძაღლისთვის რეკომენდირებულ საკვებზე გინდათ გადასვლა, შეგიძლიათ, არჩევანი თამამად ამ ბრენდის საკვებზე შეაჩეროთ.

ედვანსი გთავაზობთ შემდგომ ინდივიდუალურ საკვებ პროდუქციას:


ედვანსი 12 კგ ზრდასრული ბულდოგისთვის

ედვანსი 1.5 კგ ზრდასრული იორკშირ ტერიერისთვის

ედვანსი 12 კგ ზრდასრული ლაბრადორისთვის

ედვანსი 12 კგ ზრდასრული გერმანული ნაგაზისთვის


თუ ახალი ბრენდის საკვებზე გადასვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მის ჭამას ძაღლი ნელ-ნელა უნდა მიაჩვიოთ.  კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში ერთმანეთში უნდა აურიოთ ძველი და ახალი საკვები და ისე კვებოთ თქვენი ერთგული მეგობარი.

რა გამოცდილება გაქვთ ძაღლის საკვებთან? კვებავთ თუ არა თქვენს ძაღლს სპეციალურად მისთვის შექმნილი საკვებით? დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარები.




ეკა მეგრელიშვილი სპეციალურად ZooClub.ge-სთვის






მაია
ზრდასრული კანე კორსოსთვის რომელ საკვებს მირჩევდით?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?