რა ასაკში რომელი შინაური ცხოველის ყოლაა რეკომენდირებული ბავშვისთვის
რა ასაკში რომელი შინაური ცხოველის ყოლაა რეკომენდირებული ბავშვისთვის
თოჯინასგან განსხვავებით ცხოველი სუნთქავს, დარბის, აქტიურად თამაშობს. დაძაბულობასა და შფოთს გართმევთ თქვენ და ბავშვებს. შინაური ცხოველებთან საუბრის, წუწუნის, მოფერების საშუალება აუცილებელია ბავშვებისთვის, მით უმეტეს, როდესაც უფროსები მათ ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. ჩაკეტილ, მორიდებულ, გაუბედავ ბავშვებს ზაზუნა, კატა, ან ძაღლი ხშირად მეგობრის მაგივრობას უწევენ: მათ ანდობენ საიდუმლოს, სევდასა და სიხარულს. ბავშვის გვერდით ყოფნით ცხოველები ხშირად აქარწყლებენ მის სიმარტოვეს, განსაკუთრებით, როდესაც მშობლები დაკავებულნი არიან თავისი ცხოვრებით.


Zooclub


ცხოველების როლი ბავშვების ცხოვრებაში


ვარვიკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველად დაადასტურეს ბავშვების დიდი მიჩვევა შინაური ცხოველებისადმი. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა,
რომ ცხოველებს შეუძლიათ ბავშვების უმნიშვნელოვანესი პარტნიორები გახდნენ. გამოკითხული იყვნენ 7-8 წლის ბავშვები. მათგან 90%-მა შინაური
ცხოველი თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კომპონენტების ათეულში შეიყვანა, ამასთან, ზოგ მათგანისთვის ძაღლი ან კატა ნათესავზე ან მასწავლებელზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. თუმცა ამ ჩამონათვლის პირველ ადგილზე მაინც დედა და მამა იყო.

ცხოველების როლს თავის ცხოვრებაში ბავშვები ძალიან რეალისტურად აფასებენ. მაგალითად ერთი ბავშვი არ ელოდა ცხოველისგან დახმარებას თავისი ავადმყოფობის დროს. მაგრამ ამასთან, ძაღლი პირველ რიგში იყო დასახელებული, როგორც საუკეთესო და საყვარელი მოსაუბრე, რომელიც იძლევა შვებას და ინახავს ბევრ საიდუმლოს. ბავშვების სიტყვებით, მათი დამოკიდებულება ცხოველებთან განპირობებული იყო მიჩვევით, ნდობით და კონფლიქტის არარსებობით.

ცხოველების მოწინააღმდეგეებმა შეიძლება თქვან, რომ ზოგი ბავშვი არა თუ არ ისწავლის სიყვარულსა და თანაგრძნობას, არამედ გააწამებს ცხოველს, ან კნუტს. პირველ რიგში ცხოველის გაწამება არც ისე ადვილია – პატარა კნუტსაც კი შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, ან უკიდურს შემთხვევაში დამალვა. ასევე ყველაფერი დამოკიდებულია ცხოველებისადმი მშობლების განწყობაზე – ბავშვი მათი ქცევის კოპირებას მოახდენს. თუ მშობლები მიიღებენ ლეკვს, ან კნუტს ოჯახის წევრად, მაშინ ბავშვისთვის ის მეგობარი გახდება, თუ კი ცხოველი მხოლოდ ინტერიერის საგანს წარმოადგენს, მაშინ ბავშვი უცებ ისწავლის გულგრილობასა და სისასტიკეს ნებისმიერი სულიერი არსებისადმი.

კიდევ ერთი კითხვა წამოიჭრება მშობლების წინაშე, რომლებმაც ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტეს სახლში ცხოველის მოყვანა – რომელი ცხოველი მეტად შეეფერება პატარას. ზოგი სპეციალისტი გვირჩევს ორიენტაცია გავაკეთოთ ბავშვის ტემპერამენტსა და პიროვნებაზე. მაგალითად ინტორვერტს, ფლეგმატიკს სჭირდება ცხოველი, რომელთან ურთიერთობაც ექნება ბგერით და შეხებით: ზღვის გოჭები, ზაზუნები, თაგუნები. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ თავად ფაუნის წარმომადგენლების თავისებურებები. როგორც ცნობილია მხიარული და აქტიური ადამიანები უკეთ უვლიან ფრინველებს: დამთრგუნველ, მოწყენილ ატმოსფეროში ჩიტები მალე ავადდებიან და მუდმივი სტრესისგან შეიძლება დაიღუპნენ.

კუსთან ყოფნა პატარებისთვის მოსაწყენია: მასზე დაკვირვება არაა საინტერესო, ურთიერთობა შეუძლებელია და ამიტომ მალე პატრონები ყურადღებას აღარ აქცევენ კუს.

თევზების აკვარიუმი ყველაზე მეტად მოუხდება რაციონალური აზროვნების ბავშვებს, კოლექციონერობისკენ მიდრეკილებს, ვინც იცის, რა უნდა ცხოვრებისგან, ასევე მოუსვენარ და ადვილად აღგზნებადებს – აუჩქარებლად მოცურავე თევზების დიდი ხნით ყურება ამშვიდებს ნერვიულ სისტემას.


Zooclub


ცხოველების გავლენა ბავშვის პიროვნების ინტელექტუალურად სრულფასოვან განვითარებაზე

ინტელექტუალური განვითარება

ცხოველები ბუნების შესახებ პირველწყაროს წარმოადგენენ. ბავშვი ხედავს ცხოველს, მისკენ მიიწევს, გაარკვევს სახელს, აღნიშნავს განსხვავებას, შეიცნობს მის ქცევას.

ცხოველი სენსორული განვითარების წყაროა. არც ერთ სასწავლო სათმაშოს არ შეუძლია ბუნებასთან შედარება. ბავშვი უშუალოდ გრძნობის ორგანოებით აღიქვამს ობიექტს: ფორმას, სიდიდეს, ფერს, სურნელს, სივრცეს, მოძრაობას, სირბილეს, ბეწვის ფაქტურას და ა.შ.

ცხოველები ლოგიკური აზროვნების განვითარების წყაროდ ითვლებიან. მათზე წარმოდგენის საფუძველზე ბავშვები სწავლობენ დაინახონ კავშირები და დამოკიდებულებები: ფისო კნავის ჯამთან – შია, ქრცვინი მაღლა ხტუნაობს – თამაში უნდა, მიჩუმდა – ნადირობს.

ცხოველები სხვადასხვა სახის სამუშაოს წყაროა – თვალყურის დევნება, თამაში, შრომა, ხელოვნება და ა.შ. საბოლოოდ ფორმირდება ცნობისმოყვარეობა, ყურადღება, ვითარდება ფანტაზია.


ცხოველები – შეგნებული (მორალური) განვითარების წყაროა

იგი ასევე პირველი განცდებისა და სიხარულის სათავეა. ბავშვი ცხოველებთან ურთიერთობის დროს დადებით ემოციას განიცდის. თანამედროვე საზოგადოებაში ბავშვს სწორედ ეს აკლია – დადებითი განცდები.

ურთიერობის პროცესში ბავშვს უვითარდება მშვენიერების შეგრძნება. ის სწავლობს ჭეშმარიტი სილამაზის აღქმას.

ცხოველის მოვლის პროცესში ბავშვი სწავლობს ნაზ (პასიური) და მოფრთხილებით (აქტიური) ურთიერთობებს ცხოველთა სამყაროსთან მთლიანობაში. ასე ბავშვს უყალიბდება ეკოლოგიური კულტურის საფუძვლები, რომელიც სულიერი კულტურის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.


ცხოველები – ენერგეტიკული აღზრდისა და განვითარების წყაროა

ნატურალური და უშუალო სილამაზე ბავშვებს განაწყობს ხელოვნებისადმი. ბავშვებს უყვართ და ცდილობენ ისევე ასახონ თავისი განცდები ცხოველებთან თავის ბავშვურ ლექსებში, თუ საკუთარ მოთხრობებში.


შრომითი აღზრდის წყარო

დაკვირვების პროცესში ბავშვი ეცნობა ადვილ შრომით ოპერაციებს. უფროსების ხელმძღვანელობით მას უყალიბდება ცხოველების მოვლის ელემენტარული უნარები. იძენს დამატებით ცნობებს ბუნებისა და სახლის პირობებში ცხოვრებაზე.


ფიზიკური განვითარების წყარო

ცხოველები ჯანმრთელობის გაძლიერების, ფსიქოლოგიური განვითარების წყაროა: ძაღლებთან, ზაზუნებთან, ბაჭიებთან და სხვ. სეირნობა. შრომის პროცესში ბავშვები ასევე ყალიბდებიან ფიზიკურად.


Zooclub


ვინ და როდის


3-4 წლის ბავშვი

3-4 წლის ასაკში ბავშვი ეცნობა სამყაროს. ფსიქოლოგები თვლიან, რომ განვითარების სწორედ ამ ეტაპზე სრულდება პიროვნების ფორმირება. ბავშვს უკვე შეგიძლიათ მოუყვანოთ პირველი შინაური ცხოველი, მაგრამ მისი მოვლა ჯერ კიდევ უფროსს მოუწევს.

ამ ასაკის ბავშვებისთვის შესაფერისი ცხოველებია: აკვარიუმის თევზები, ფრინველები, ზღვის გოჭი, ან ბაჭია. თავიდან საჭიროა ბავშვს აჩვენოთ ცხოველი, მოუყვეთ მისი ქცევებისა და ხასიათის თავისებურებების შესახებ. პირველ რიგში ბავშვი უბრალოდ დააკვირდება იმას, თუ როგორ უვლიან უფროსები ცხოველს, შემდეგ უკვე საჭიროა მოვლის დროს ნელ-ნელა ისიც აიყოლიოთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების ინტერესი ხან ძალიან მოულოდნელ ფორმებში ვლინდება: ბავშვს ძალიან მოსწონს თევზი და ის ხელს ყოფს აკვარიუმში, რომ ხელში დაიჭიროს; უნდა მოეფეროს ჩიტს, რის შედეგადაც ფრინველი შეიძლება კუდის გარეშე დარჩეს. ამიტომ საჭიროა ყოველთვის ვიყოთ ყურადღებით და შევაჩეროთ ბავშვების მსგავსი მოქმედება, თან ავუხსნათ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, თევზი ან ჩიტი შეიძება ავად გახდეს.


5-6 წლის ბავშვი

ამ ასაკის ბავშვები უკვე სისტემატიურად შეგიძლიათ ჩართოთ ცხოველის მოვლის საქმიანობაში. მშობელი უნდა ესწრაფვოდეს ბავშვებს ცხოველების მოვლის გარკვეული ჩვევები გამოუმუშავოს.

ბავშვებს ეძევათ სრული დამოუკიდებლობა, ფართოვდება მათი ვალდებულებები: მათ, შეიძლება ასწვალოთ როგორ გაწმინდონ აკვარიუმის გარეთა კედლები, გარეცხონ საკვებურები. მაგრამ ყველა ეს ქმედება უნდა გაკეთდეს მშობლის მეთვალყურეობის დროს. მოვლაში ბავშვის ჩართვის დროს მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ცხოველებს, რომლებსაც ბავშვები უვლიან და მათ ქცევას: თუ ბავშვებს აქვთ ინტერესი ცხოველის მოვლისა, ის ხალისით ეხმაურება თქვენს თხოვნას მიხედოს თავის ბინადარს.

ამ ასაკის ბავშვებისთვის შესაფერისი ცხოველებია: აკვარიუმის თევზები, ფრინველები, ზღვის გოჭი, ბაჭია, ზაზუნა.


7-8 წლის ბავშვი

ამ ასაკში ბავშვს შეუძლია უკვე თავის ბინადარს დამოუკიდებლად მოუაროს.
ხშირად ურჩიეთ მათ ცხოველებზე მოთხრობების კითხვა. ასევე არსებული პერიოდული გამოცემა ბუნების შესახებ.

უფროსებმა უნდა გააგებინონ ბავშვებს, რომ აუცილებელია ცხოველისთვის ბუნებასთან მიახლოებული პირობების შექმნა, მისი კვებაც საჭიროა იმით, რასაც ისინი ბუნებაში ჭამენ.

შესანიშნავი იქნება, თუ თქვენ ბავშვს ერთს კი არა რამდენიმე სხვადასხვა ცხოველს მოუყვანთ, მაგალითად თევზებსა და ტალღოვან თუთიყუშს. ასე ბავშვი შეძლებს ცხოველების ქცევაზე შედარებით დაკვირვებას, ასევე განივითარებს სხვადასხვა ცხოველის მოვლის ჩვევებს.

ამ ასაკში ბავშვს შეგიძლიათ მოუყვანოთ უფრო პატარა ასაკში ყოლისთვის მიზანშეწონილი ცხოველები. შეიძლება მოიყვანოთ კატა, ან ძაღლი, მაგრამ ასეთი "სერიოზული" ბინადრების მოვლას ბავშვს მთლიანად ჯერ მაინც ნუ გადააბარებთ.


Zooclub


რაზე ღირს დაფიქრება ცხოველის მოყვანამდე


პირველ რიგში, აუცილებელია გვესმოდეს, რომ ცხოველი ყველა შემთხვევაში მხოლოდ ბავშვისთვის კი არა, თქვენთვისაც მოგყავთ და თუ ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა, ცხოველის მოვლის დიდი ნაწილი თქვენს მხრებს დააწვება, მაშინაც კი, თუ თავად ბავშვი ეცდება საპირისპიროში დაგარწმუნოთ. ამიტომ შეეკითხეთ საკუთრ თავს, მზად ხართ კი თქვენ თვითონ იყოლიოთ ცხოველი, რომელიც მოვლისას და ურთიერთობისას დიდ ყურადღებას და დროს ითხოვს, ასევე საკმაო ფულად დანახარჯს. ყველა ოჯახის წევრი იქნება ამისთვის მზად? ცხოველი ხომ ფაქტიურად თქვენი ოჯახის ახალი წევრი გახდება.

ასევე საჭიროა დაფიქრება, ვინ მოუვლის ცხოველს, როდესაც მთელი ოჯახი შვებულებაში იქნება. ამ საკითხის მოგვარებაში დიდი როლი საცხოვრებელ პირობებს უკავია. თუ თქვენ გაქვთ საკუთარი სახლი, მაშინ ნებისმიერი ცხოველის მიყვანა შეგიძლიათ. პატარა ბინაში კი არ ღირს დიდი ჯიშის ძაღლების მოყვანა. თუ თქვენი საცხოვრებელი ძალიან ვიწროა, მაშინ იქ ზაზუნას მოყვანაც შეიძლება "ზედმეტი" აღმოჩნდეს.

თუ თქვენ არ ხართ მზად იმისათვის, რომ იყოლიოთ ცხოველი, ჯობს საერთოდ არ იყოლიოთ, რადგან როდესაც მიხვდებით, რომ მასთან განშორება მოგიწევთ, ეს შეიძლება ბავშვისთვის ძალიან დიდი ტრაგედია აღმოჩნდეს ისევე, როგორც თავად ცხოველისთვის.


ცხოველებთან დაკავშირებული საფრთხე ბავშვებისთვის

ცხოველები შეიძლება ასევე საფრთხეს წარმოადგენდნენ ბავშვებისთვის. პირველ რიგში ეს ალერგიაა. თუ ბავშვს, ან თქვენ გაქვთ ალერგიული გამოვლინებები, ცხოველის მოყვანა სასურველი არ არის. ამასთან კატები, ძაღლები, მღრღნელები მრავალგვარი ინფექციის გადამტანები არიან. ბავშვს კი როგორც წესი, ძალიან ადვილად გადაედება. იარსებებს ასევე ფიზიკური საშიშროება, თუ თქვენს სახლში გაჩნდა დიდი, ან აგრესიული ჯიშის ძაღლი. შინაური ცხოველის სწორი არჩევის შემთხვევაში, მის პასუხისმგებლობით სავსე აღზრდისას და გულდასმით მოვლისას ყველა ეს საშიშროება შეიძლება დავიყვანოთ მინიმუმამდე.

აწონეთ ყველა "კი" და "არა" და აარჩიეთ ზუსტად ის ბინადარი, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს ბავშვს. დაგვიჯერეთ, მისთვის ეს შეუდარებელი ბედნიერება იქნება!
წარმატებას გისურვებთ!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?