ახლო ნათესავების რეიტინგში სიდედრები ცხოველებზე ქვედა პოზიციაზე აღმოჩნდნენ
ახლო ნათესავების რეიტინგში სიდედრები ცხოველებზე ქვედა პოზიციაზე აღმოჩნდნენ
საინტერესოა, როდესაც მცხოვრებლები შინაურ ცხოველებს უფრო ახლო ოჯახის წევრებად თვლიან, ვიდრე თავიანთი მეუღლეების მშობლებს. "The Daily Telegraph"-ის ცნობით, ამ ფაქტის დასტური Matalan-ის მიერ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გახდა.

გამოკითხვის მონაწილეებს მოცემული ვარიანტებიდან უნდა აერჩიათ ისინი, რომლებსაც ყველაზე ახლო ნათესავებად თვლიდნენ. უმეტესობამ (ათიდან ექვსმა) თავისი პარტნიორები აირჩია. ანალოგიური შედეგი ჰქონდა ვარიანტს “და ან ძმა”. ამასთან, ხმათა 22% შინაურმა ცხოველებმა მიიღეს, როდესაც მეუღლის მშობლებს ხმა მხოლოდ გამოკითხულთ 21%-მა მისცა.

ექსპერტი მარკ ერლსის აზრით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დღესდღეობით შინაური ცხოველები თანამედროვე
ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოს წარმოადგენენ. “ისინი ისევე მნიშვნელოვანნი არიან, როგორც ოჯახი და მეგობრები”, - აღნიშნა მან.

გამოკითხვის მსვლელობისას ბრიტანელებს ასევე სთავაზობდნენ ეპასუხათ იმაზე, თუ რას თვლიდნენ ოჯახისთვის მეტად პრიორიტეტულს. უმეტესობამ (35%-მა) განაცხადა, რომ ეს ახლობლების ბედნიერებაა. მეორე ადგილზე იყო პასუხი - ჯანმრთელობა (25%-ზე მეტი). შედარებით ნაკლებმა “საკმარისი სახსრები” დაასახელა, ხოლო ვარიანტი “უკანასკნელი სიახლეების ქონა” - არავინ აირჩია.




inga
რა საკვარელი ბურზგლიაა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?