გენიალური მოფიქრება ძაღლების მოყვარულებისთვის - როგორ დავაჭრათ ბრჭყალები შინაურ ბინადარს ისე, რომ არ დაგვკბინოს
გენიალური მოფიქრება ძაღლების მოყვარულებისთვის - როგორ დავაჭრათ ბრჭყალები შინაურ ბინადარს ისე, რომ არ დაგვკბინოს
ძაღლის ბევრი მოყვარულისთვის დიდი პრობლემაა ცხოველისთვის ბრჭყალების დაჭრა, რადგან მათ ეს პროცესი ძალიან არ უყვართ. მარტო ამის გაკეთება ძალიან ძნელია, ამიტომ ხშირად პატრონი ამას სპეციალისტს ავალებს. როგორც ჩანს, ახლა ეს პრობლემა (თუნდაც არც ისე დიდ ძაღლებში) მოგვარდა. ამერიკელმა ძაღლისთვის ბრჭყალების დაჭრის გენიალური საშუალება მოიფიქრა.

ამ საყვარელ ძაღლს ოლივერი ქვია. პატრონებს ის უზომოდ უყვართ. ისინი ძალიან კარგად უვლიან მას და ცდილობენ, ყველანაირი კომფორტი შეუქმნან. მაგრამ აი, როდესაც საქმე ბრჭყალების დაჭრას ეხება, ყველაფერი ირევა. ერთმა ადამიანმა უნდა დაიჭიროს, მეორემ კი ამ დროს
დააჭრას. ოლივერს, რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონს, ამიტომ მისი დაჭერა არც ისე იოლია.

ამიტომ
ერთ მშვენიერ დღეს პატრიკი ამ საქმეს კრეატიულად მიუდგა.

მან ქალის დიდი ჩანთა აიღო და მასში ოთხი ხვრელი გააკეთა.

მან ძაღლი ჩანთაში ჩასვა, და ზემოთ, სავარჯიშო ძელზე ჩამოკიდა. ასე ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრა: ოლივერი არც ამოხტომას ცდილობდა, არც ზედმეტ მოძრაობას აკეთებდა. როგორც ჩანს, მას მოეწონა კიდეც ეს პროცესი.

პატრიკის ქალიშვილი აღფრთოვანდა ამ იდეით და ტვიტერში გამოაქვეყნა.
პოსტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ეს იდეა გენიალურად აღიარეს, თუმცა, ზოგმა ძაღლის საწყალ სახეს მიაქცია ყურადღება და გადაწყვიტა, რომ ოლივერს ეს სულაც არ მოეწონა.

ისინიც გამოჩნდნენ, ვისთვისაც ეს ხერხი ახალი არ აღმოჩნდა.

მათ, ვინც ამ ხერხის გამოყენებას გადაწყვეტს მომავალში, პატრიკი აფრთხილებს, რომ აუცილებელია ძაღლის სიდიდისა და ტემპერამენტის გათვალისწინება.

”ოლივერი პატარაა და ვიცოდი, რომ ის პანიკაში არ ჩავარდებოდა. დიდ ძაღლებთან საეჭვოა ამ ხერხმა რომ იმუშავოს”, - ამბობს პატრიკი.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?