მტრედი, რომელსაც ფრენა არ შეუძლია, შეზღუდული შესაძლებლობების ლეკვს დაუმეგობრდა
ორი თვის ჩიხუახუას, სახელად ლანდის, დაბადებიდან ხერხემლის პრობლემა აქვს, ამიტომ მას მომვლელები განსაკუთრებით უფრთხილდებიან. ლანდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცხოველთა დახმარების ცენტრში ცხოვრობს, სადაც მასავით ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ცხოველები ბინადრობენ. ორგანიზაციის დამფუძნებელმა ლეკვს მიუყვანა მტრედი,  რომელსაც ასევე დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება - მას ფრენა არ შეუძლია.

ფრინველს გერმანი დაარქვეს. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული არსება პირველივე დღიდან დამეგობრდნენ.

"როდესაც გერმანი თავშესაფარში მოვიყვანე, ის ძაღლების საწოლზე დავსვი. არ ვიცოდი, თუ როგორ მიიღებდნენ განსხვავებული არსებები ერთმანეთს. მის და ლანდის შეხვედრას შორიდან ვაკვირდებოდი, რამდენიმე წუთის შემდეგ, მათ მეგობრული ჟესტებით ურთიერთობა
დაიწყეს. ეს საოცრად საყვარელი სანახავი იყო", - ამბობს ცხოველთა დახმარების ცენტრის წარმომადგენელი, სიუ
როჯერსი.

Zooclub

სიუ როჯერსი ნიუ-იორკში მდებარე The Mia Foundation-ის ფონდის წარმომადგენელია. ორგანიზაცია დეფექტით დაბადებულ ფრინველებსა და შინაურ ცხოველებს ეხმარება.

სიუ იმედოვნებს, რომ მტრედის დახმარებით ლეკვი სიარულს შეძლებს, ხოლო შემდეგ ფრინველს მზრუნველ ოჯახში გააჩუქებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლანდის ეტლით გადაადგილება მოუწევს.

Zooclub

"ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ცხოველებს, რომლებიც დეფექტით იბადებიან. ადამიანებმა იციან ჩვენი ორგანიზაციის შესახებ. მათ ზოგჯერ დაშავებული ფრინველები და ციყვები მოჰყავთ", - წერს სიუ Facebook-ში, ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე და ამასთანავე ორი უსაყვარლესი მეგობრის ფოტო/ვიდეო მასალას ავრცელებს.

ასევე იხილეთ:

კენგურუ, კატა და კაჭკაჭი დივანზე ერთად ნებივრობენ

კაჭკაჭისა და კატის მეგობრობის საოცარი ისტორია

მინიატურული გოჭი თავშესაფრის ბინადარ ძაღლს დაუმეგობრდა
ნიკა
უი ორი ვირთხა დამეგობრებულა...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?