კენგურუ, კატა და კაჭკაჭი დივანზე ერთად ნებივრობენ (სახალისო ვიდეო)
ავსტრალიელმა თავისი შინაური ცხოველების უჩვეულო და ამავე დროს სახალისო სცენა ვიდეოზე გადაიღო. სახლში დაბრუნებულმა გოგონამ აღმოაჩინა დივანზე მოკალათებული ცხოველები, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნენ.

ცხოველების მეგობრობა გასაკვირი არაა, თუმცა, კადრებზე აღბეჭდილი ბინადრები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც ხასიათით, ისე გარეგნობით.

პატრონის თქმით, მისმა გადარჩენილმა ცხოველებმა: კენგურუ - ტარომ, კატა - მიშონმა და ახალმა ბინადარმა კაჭკაჭმა - ენიამ ცუდ ამინდს თავი დააღწიეს და სახლს შეეფარნენ. როდესაც პატრონი შინ დაბრუნდა, სახალისო სცენა დახვდა.  ისინი დივანზე მოკალათებულიყვნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ.

როგორც ჩანს, ცხოველები იმდენად კომფორტულად გრძნობდნენ თავს, რომ სახლში
დაბრუნებული პატრონი ვერც კი შეამჩნიეს.

ასევე იხილეთ:

ტყეში მცხოვრები ირემი ყოველდღე მეგობრებთან შესახვედრად მინდორში გამოდის

ძაღლმა
მოფერებისას კატა ლამის შეჭამა


ობოლი სპილო ყოველდღე ეხუტება სირაქლემას... მან დედა დაკარგა, მაგრამ საუკეთესო მეგობარი იპოვა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?