მწყემსმა ძაღლებმა წვრთნის შედეგები და თავიანთი პროფესიონალიზმი წარმოადგინეს (საინტერესო ვიდეო)
ძაღლის აღზრდა და გაწვრთნა მისი განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. როდესაც ოჯახში შინაური ცხოველია, მნიშვნელოვანია მასთან სწორი დამოკიდებულება და მუდმივი ვარჯიში. ამერიკელმა ფერმერმა წარმოადგინა თავისი ოთხფეხა მეგობრების წვრთნის შედეგები, რომლის ფარგლებშიც ცხოველებმა საოცარი მოქნილობა და დაკვირვება გამოავლინეს.

ოთხფეხა მწყემსები - ბერი, სატუსი, ჯეიტი, ბროდი და ჯენიქსი უშეცდომოდ ასრულებდნენ ფერმერის ბრძანებებს და ცხვრებს ბეღელისკენ ერეკებოდნენ.

"შემიძლია ნებისმიერი ძაღლი გამოვიძახო, ხოლო ამ დროს მისი მოძმეები ადგილზე რჩებიან, სანამ თავიანთ სახელებს არ გაიგონებენ. კადრებზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ რამდენად მარტივად შეიძლება გაწვრთნილმა ძაღლმა გაიგოს ესა
თუ ის ბრძანება და ამასთანავე, შეინარჩუნოს თვითკონტროლი", - წერს ვიდეოს კომენტარებში ძაღლების პატრონი.

ასევე იხილეთ:

რითი განსხვავდება კარგად აღზრდილი ძაღლი გაწვრთნილისგან?


ოქროსფერი რეტრივერი წვრთნის საოცარ შედეგებს ავლენს

მწყემსმა ძაღლებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოადგინეს, რამაც ადამიანები აღაფრთოვანა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?