რითი განსხვავდება კარგად აღზრდილი ძაღლი გაწვრთნილისგან?
რითი განსხვავდება კარგად აღზრდილი ძაღლი გაწვრთნილისგან?
ძაღლი არაა კომპიუტერი, რომელშიც წვრთნის პროგრამით მეხსიერების ბარათს მოათავსებთ და მუშაობას დაიწყებს. იგი იერარქიის სამყაროში ცხოვრობს. ის ხვდება ოჯახში ისევე, როგორც ხროვაში და ყოველდღიურად საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. თუ სწორად იქცევით, ძაღლთან თანაცხოვრება სასიამოვნოა, მაგრამ თუ ის ქაოსში იზრდება, პრობლემები ყველაზე მოულოდნელ დროს ჩნდება.

ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ვერ ხედავენ სხვაობას აღზრდასა და გაწვრთნას შორის. ძაღლების სკოლაში მათ პირდაპირი მნიშვნელობით წვრთნიან, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა ბრძანების შესწავლას - "დაჯექი", "დაწექი", "არ შეიძლება" და ა.შ.

ძაღლის აღზრდა კი თავისივე ოჯახში ხდება. ამასთანავე - ყოველდღე და
მუდმივ რეჟიმში. მაგალითად, შინაურმა ცხოველმა უნდა იცოდეს, რომ სახლიდან გასვლისას, არ შეიძლება "გაფრინდეს" პატრონზე წინ,
რადგან მსგავსი ქცევა პირდაპირ მანიშნებელია იმისა, რომ ძაღლი ოჯახის (მისი აღქმით ხროვის) წინამძღოლია.

ხშირად აკითხავენ პატრონები კინოლოგიურ სკოლებს და სპეციალისტებთან საკუთარი ბინადრის ქცევებზე ჩივიან. ისინი ითხოვენ ერთი კვირით/ერთი თვით ძაღლის სკოლაში დატოვებას, რათა სპეციალისტმა ცხოველი გაწვრთნას, მაგრამ ძაღლის მფლობელები ვერ აცნობიერებენ, რომ წვრთნით შინაური ბინადრის ჩვევებს ვერ აღკვეთავენ.

როდესაც გაწვრთნილი ძაღლი მფლობელს დაუბრუნდება, მისი ქცევა უწინდებური იქნება, რადგან პატრონი არ ცდილობს, რომ მის იერარქიაში (ძაღლის წარმოდგენით) ლიდერი გახდეს.

ძაღლების ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ თუ ძაღლის ქცევასთან დაკავშირდებით პრობლემები წარმოიქმნება, სპეციალისტთან, ძაღლთან ერთად, პატრონიც უნდა მივიდეს. კარგი კინოლოგი მუშაობს არა მარტო ძაღლთან, არამედ მის პატრონთანაც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, სპეციალისტზე სრული საქმის დაკისრება არ არის სწორი მიდგომა. მთავარი პასუხისმგებელი მაინც პატრონია.

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ძაღლი თავს გვესხმის: 5 მთავარი რჩევა კინოლოგებისგან

ძაღლის 10 ჯიში, რომელიც მარტივად სწავლობს ბრძანებებს

10 მთავარი და ელემენტარული წესი ძაღლის გაზრდისას


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?