ოქროსფერი რეტრივერი წვრთნის საოცარ შედეგებს ავლენს (+ვიდეო)
ოქროსფერი რეტრივერი,ჰუბერტი,პატრონთან ერთად კოპენჰაგენში ცხოვრობს. ის არაა ცირკის მსახიობი, თუმცა, კარგად გამოსდის ტრიუკები. ჰუბერტს ბალანსირების საოცარი უნარი აქვს - ის ცხვირით სხვადასხვა ნივთს იჭერს და მზადაა, უმოძრაოდ გაჩერდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის ცხვირზე გემრიელი სასუსნავია მოთავსებული.

სამი წლის რეტრივერს უნარი აქვს ჩიპსების მთელი შეკვრა ცხვირით დაიჭიროს.

"ჰუბერტს პატარაობიდან ვწვრთნიდით, ამიტომ ტრიუკების შესრულება ლეკვობიდან შეუძლია," - ამბობს ძაღლის პატრონი ფაი მორტენსენი.

Zooclub

"მას მოსწონს სხვადასხვა ილეთის შესრულება. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ მეჩვენება, რომ თავისი ნიჭის გამოვლენა და ადამიანების აღფრთოვანებული სახეების ხილვა ძალიან ახარებს," -
ამბობს ძაღლის პატრონი.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

7 წლის პუდელმა, 20-საფეხურიან კიბეზე ორი თათით ასვლაში,
მსოფლიო რეკორდი დაამყარა


კატამ წუთში შესრულებული "ტრიუკების" რაოდენობით მსოფლიო რეკოდრი მოხსნა

ძაღლმა ისწავლა იმ პოზების მიღება, რასაც ფოტოებზე ხედავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?