როგორ ვასწავლოთ ძაღლს "დაკარი თათი!"?
როგორ ვასწავლოთ ძაღლს "დაკარი  თათი!"?
შეიძლება, გამოუცდელ პატრონს ძაღლისთვის რთული ილეთების სწავლა გაუჭირდეს, მაგრამ როდესაც სახლში შინაური ბინადარი მოგყავთ, მას ყოველდღიურად სჭირდება ვარჯიში და ელემენტარული მითითებების სწავლა. 

როდესაც ძაღლს მიუთითებთ "დაკარი თათი" ( არ შეგეშალოთ ბრძანებაში "მომეცი თათი"), ორივე ხელისგული უნდა გაშალოთ და ასწიოთ ძაღლის მიმართულებით, ხოლო ცხოველი თათებით ხელისგულებს უნდა შეეხოს. ეს გაწვრთნილი ძაღლის ერთ-ერთი "კარგი ქცევის" ნიშანია. 

მაშ ასე, როგორ უნდა ასწავლოთ ძაღლს ბრძანება "დაკარი თათი"?

მაგალითად, თუ მარჯვენა ხელით ძაღლს ანიშნებთ "დაკარი თათი", მარცხენა ხელის გულით გამოიყენეთ სხვა ბრძანება. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, უთხრათ "დაკარი
ხელი" და ძაღლმა უნდა ასწიოს მარცხენა ხელი.

პირველად ძაღლი ავარჯიშეთ ერთ ხელზე და გამოიყენეთ მხოლოდ ერთი
ბრძანება (მაგ."დაკარი ხელი"), რომ არ დაიბნეს. ამ ილეთის შესასწავლად მოკალათდით ძაღლის პირდაპირ და ავარჯიშეთ ის ჯერ მარჯვენა, ხოლო შემდეგ მარცხენა თათის აწევაზე. შინაური ცხოველი მხოლოდ იმ დროს დააჯილდოეთ, თუ ის სწორ თათს ასწევს.

შემდეგ ეტაპზე იმ შემთხვევაში გადადით, თუ  ძაღლი თათების მოქმედებას უშეცდომოდ გააკეთებს.

მომდევნო ვარჯიშისას სცადეთ ასწიოთ ორივე ხელი, რათა ძაღლი მათ ორივე თათით შეეხოს. არ გაბრაზდეთ, თუ თავიდან ცხოველი დაიბნევა, რადგან ის ამ დრომდე მხოლოდ ერთ თათს სწევდა. იმისათვის, რომ ოთხფეხა მეგობარი წაახალისოთ შეაქეთ და მცირედი სწორი მოძრაობისას დააჯილდოვეთ. მეტიც, მოეფერეთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის თათებს ზევით სწევს, თუმცა, თქვენს ხელის გულებს არ ეხება.

არ დაგეზაროთ და ავარჯიშეთ თქვენი შინაური ცხოველი იმ დრომდე, სანამ ბრძანებას სწორად არ შეასრულებს.

ძაღლებისთვის, რომლებსაც ხტუნაობა უყვართ

Zooclub

წვრთნის ეს მეთოდი გამოდგება მხოლოდ საშუალო ან დიდი ზომის ძაღლებისთვის. თქვენ უნდა დადგეთ ძაღლის პირისპირ და ხელის გულები ცხოველისგან ცოტა ზევით ასწიოთ,  ხოლო ის უნდა ახტეს და თათებით თქვენს ხელის გულებს შეეხოს. ამ ილეთის სწავლისთვის, ხელების სიმაღლე ნელ-ნელა გაზარდეთ. ძაღლი თავიდან ავარჯიშეთ დამჯდარი, შემდეგ სიმაღლე ცოტა გაზარდეთ, ბოლოს კი დადექით და ხელები ცოტა ზევით ასწიეთ. სწორი ქცევისას აუცილებლად დააჯილდოვეთ თქვენი ბინადარი და სანამ ყველაფერს ბრძანების მიხედვით არ გააკეთებს, არ გადახვიდეთ მომდევნო ეტაპზე.

ყოველი წვრთნის დაწყებისას ძაღლს უნდა მისცეთ ნიშანი, რომელიც მას ვარჯიშის დაწყებას მიანიშნებს. მაგალითად, ტაში და მხოლოდ მას შემდეგ შეუდექით მოქმედებას.

ასევე იხილეთ:

5 საშუალება, რომ ძაღლმა მოთხოვნების მიზნით ყეფა შეწყვიტოს


როგორ მივაჩვიოთ ლეკვი საბელს?

რატომ არასოდეს სჯის საკუთარ ძაღლებს ცეზარ მილანი და რას გვირჩევს ის, თუ ძაღლი რამეს აშავებს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?