error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/816844247ba9f7998f20c4e93caafe12.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
5 საშუალება, რომ ძაღლმა მოთხოვნების მიზნით ყეფა შეწყვიტოს
5 საშუალება, რომ ძაღლმა მოთხოვნების მიზნით ყეფა შეწყვიტოს
შესაძლოა, კარგად ვიცნობთ ჩვენი ძაღლის ხასიათს, ვიცით, რა დროს რა სურს, თუმცა, ზოგჯერ ჩვენი ოთხფეხა ბინადრის დამშვიდება ძალიან რთულია. არიან ძაღლები, რომლებიც ხშირად იყეფებიან, რათა მოთხოვნები შეუსრულოს პატრონმა და გვაწუხებენ ჩვენ და ჩვენს გარშემომყოფებს. 

რამდენიმე რჩევა სპეციალისტებისგან, თუ როგორ დავამშვიდოთ ძაღლი, როცა ყეფს:

როცა ძაღლი საკვებს ითხოვს:

Zooclub

არიან ძაღლები, როცა საკვების თხოვნის მიზნით იწყებენ ყეფას და არ ჩერდებიან. ამ მეთოდით ცხოველი ცდილობს პატრონის კონტროლს. არ შეასრულოთ მისი მოთხოვნა. დაელოდეთ რამდენიმე წუთი. როცა დამშვიდდება, საკვებიც მაშინ მიეცით.

არ მიაქციოთ ყურადღება, როცა ძაღლი ყეფით რამეს გთხოვთ:

Zooclub

როგორც ზევით ავღნიშნეთ,
პატრონმა ძაღლის მოთხოვნები დაუყოვნებლივ არ უნდა შეასრულოს. ის დაიღლება ყეფით და გაჩერდება. შინაური ცხოველი დროთა
განმავლობაში მიხვდება, რომ ყეფით პატრონზე დომინირებას ვერ ახდენს და ნელ-ნელა გადაეჩვევა.

დააჯილდოვეთ ის კარგი ქცევისთვის:

Zooclub

როდესაც თქვენი შინაური ბინადარი კარგად იქცევა, აუცილებლად შეაქეთ და დააჯილდოვეთ გემრიელი სასუსნავით.

გადაიტანეთ ყეფის დროს ყურადღება სხვა გასართობზე:

Zooclub

როცა ძაღლი ყეფას დაიწყებს, შეეცადეთ მასთან თამაში, ასწავლეთ ამ დროს ახალი ბრძანებები. ამ გზით მოახერხებთ, რომ ძაღლმა ყურადღება სხვა საგანზე გადაიტანოს. ამასთანავე, სწავლა და თამაში მისთვის სასარგებლოა.

გააგრძელეთ ძაღლის ვარჯიში:

Zooclub

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეთოდები ამართლებს და ძაღლი ადრინდელთან შედარებით შეიცვალა, აუცილებლად გააგრძელეთ მისი ვარჯიში. თქვენს შინაურ ბინადარს ეს ხელს შეუწყობს, შეცვალოს თავისი ქცევები და უკეთ მიხვდეს თქვენს მოთხოვნებს.

ასევე იხილეთ:

ბრძანება "ჩემთან!"

ძაღლისა და ადამიანის მშვიდობიანი თანაცხოვრება

ძაღლი ადამიანების გარემოცვაში


ლეილა
ჩემი ბომბორა ერთი წლისაა. ზუსტად 4 საათზე გამთენიისას იწყებდა ყეფას ვერ გავიგეთ რატომ. მერე ძალად დავამწყვრიე დასჯიც მიზნით, თუმცა მე უბრალოდ წყნარად ვეუბნებოდი აი რომ ყეფ იმიტომ გამწყვრევ–––– 5–6 დაპატიმრების მერე, გადაეჩვია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?