რატომ არასოდეს სჯის საკუთარ ძაღლებს ცეზარ მილანი და რას გვირჩევს ის, თუ ძაღლი რამეს აშავებს?
რატომ არასოდეს სჯის საკუთარ ძაღლებს ცეზარ მილანი და რას გვირჩევს ის, თუ ძაღლი რამეს აშავებს?
ძაღლის ქცევები ბავშვის ქმედებებს ძალიან გავს. მას სჩვევია ნივთების დაზიანება, უხეში მოქმედებები, თუმცა, წვრთნა ყოველთვის შედეგის მომტანია.

საუკეთესოდ აღზრდილ ძაღლსაც კი რჩება ზოგიერთი ჩვევა, რომლის გამოსწორებაც ძალიან რთულია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ დასჯა ცუდ ქცევას ამყარებს.

ძაღლის ქცევის კორექციის სპეციალისტი ცეზარ მილანი შინაური ცხოველის პატრონებს ურჩევს, არასოდეს დასაჯონ საკუთარი ბინადარი. მილანი მსოფლიოში ცნობილია, როგორც "ძაღლების შემლოცველი", ამიტომ მან კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოექცეთ ოთხფეხა მეგობარს. 

Zooclub

რატომ არის ძაღლისთვის დასჯა ცუდი? ეს ხომ ძაღლს წესრიგს ასწავლის? ცეზარის აზრით, ეს არასწორი მიდგომაა. ამ
სახით მხოლოდ საკუთარ გაბრაზებას გამოხატავთ და ძაღლისთვის დასჯა მაგალითი არასოდეს იქნება.

დასჯა ჩაანაცვლეთ ვარჯიშით, თბილი
დამოკიდებულებითა და წვრთნით. ძაღლი ყოველთვის უნდა იყოს რაღაცით დაკავებული. ასწავლეთ მას დისციპლინა, ბრძანებების შესრულება და რაც მთვარია, კარგი ქცევისთვის დააჯილდოვეთ.

ცეზარი ძაღლის წვრთნის დროს იყენებს 2 მნიშვნელოვან მეთოდს: პოზიტიურ დისციპლინას, რომელიც შეიცავს ძაღლის სწორ ქცევებს და ნეგატიურ დისციპლინას, რომელიც მიზნად ისახავს უარყოფითი ქცევის ჩანაცვლებას დადებითი ქცევით.

Zooclub

რას ნიშნავს პოზიტიური და ნეგატიური დისციპლინა?

სწორი ქცევების გამყარების მარტივი გზა არსებობს: ის შეიცავს კარგი ქცევისთვის ძაღლის დაჯილდოვებას. ამ დროს აუცილებელია, ცხოველს მისცეთ მისთვის საყვარელი სასუსნავი და შეაქოთ.

Zooclub

პოზიტიური დასჯა შედარებით განსხვავებულია და დამოკიდებულია სიტუაციაზე. მაგალითად, თუ ძაღლი აზიანებს ავეჯს, ძაღლისთვის განკუთვნილი სპეციალური სპრეი, რომელსაც ფეხებზე მიასხამთ, ავტომატურად შეაჩერებს მას.

ნეგატიური დასჯა მიმართულია გარკვეული ჩვევების შესაჩერებლად. თუ თქვენი ძაღლი აგრესიულია იმ დროს, როცა მასსა და საკვებს შორის დგებით, აიღეთ ჯამი იქამდე, სანამ ის ღრენას არ შეწყვეტს.

Zooclub

საბოლოოდ, წვრთნის ძირითადი პრინციპი ნეგატიური ქცევების გადაჩვევაა და ამისთვის ძაღლის დასჯა არ არის აუცილებელი. მთავარია დაეხმაროთ მას ცუდი საქციელი ჩაანაცვლოს კარგით.

მიჰყევით სპეციალისტის რჩევებს და თქვენი ძაღლი იმაზე სწრაფად მიეჩვევა დისციპლინას, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.

ასევე იხილეთ:

10 მთავარი და ელემენტარული წესი ძაღლის გაზრდისას
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?