რატომ ლოკავს ძაღლი პატრონის ხელს?
რატომ ლოკავს ძაღლი პატრონის ხელს?
ადამიანის ხელის ლოკვით ძაღლი სიმპათიასა და მორჩილებას გამოხატავს. ნადირობიდან დაბრუნებული გარეული ძაღლების ხროვას ლეკვები სახეს ულოკავდნენ, რათა ხორცის მონელებაში დახმარებოდნენ.

მოგვიანებით, მსგავსმა რეაქციამ მიიღო დამატებითი მნიშვნელობა, რაც გულისხმობდა აღზრდილების მისალმებას უფროსებთან, რითიც გამოხატავდნენ სიხარულისა და მორჩილების მზადყოფნას.

შინაურმა ძაღლებმა საქციელის ეს ფორმა გადმოიტანეს იმ ადამიანებზე, რომლებისგანაც კეთილგანწყობა სჭირდებათ. 

ძაღლს ყოველთვის არ აქვს საშუალება, ალოკოს ადამიანი სახეზე, ამიტომ ის პატრონს ხელზე "ეამბორება".  ზოგჯერ მსგავსი ქცევა ახასიათებთ იმ ძაღლებსაც, რომლებიც გარკვეული ადამიანის მიმართ შიშს განიცდიან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს მის მორჩილებას ამ პიროვნების
მიმართ.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 5 უცნაური ქცევა - რას ნიშნავს ისინი?

როცა ძაღლი კუდს აქიცინებს,
ბედნიერია - მითი თუ სინამდვილე?


ძაღლებს შექება საკვებზე მეტად უყვართ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?