ძაღლებს შექება საკვებზე მეტად უყვართ
ძაღლებს შექება საკვებზე მეტად უყვართ
კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლები სინამდვილეში უპირატესობას ანიჭებენ, დაიმსახურონ პატრონისგან შექება, ვიდრე - ყველის ან ქათმის ნაჭერი.

ემორის (აშშ) უნივერსიტეტის მკვლევარი გრეგორი ბერნსის თქმით, კვლევებში 15 ძაღლი მონაწილეობდა. ცდის ფარგლებში გაირკვა, რომ მათგან მხოლოდ ორმა ძაღლმა პატრონის შექებას საკვები არჩია.

კვლევის დროს სპეციალისტები ძაღლების ნეირონების აქტიურობას ამოწმებდნენ.  15-დან ოთხმა ძაღლმა შექებაზე აჩვენა ნეირონების  ძლიერი აქტივობა, ხოლო ორი რეაგირებას ახდენდა საკვებ პროდუქტზე იმ დროს, როცა სხვები სიმბოლურ ობიექტზე ერთნაირად რეაგირებდნენ.

ტესტირებისას ძაღლებს უნდა აერჩიათ ლაბირინთი, რომელსაც ორი შესასვლელი ჰქონდა. ერთი შესასვლელი მიდიოდა საკვებთან,
ხოლო მეორე პატრონთან. პარალელურად, პატრონები თავიანთ შინაურ ცხოველებს თბილად  ესაუბრებოდნენ და აქებდნენ, რაც ძაღლებში სიამოვნების
განცდას იწვევდა. ძაღლების 80-90% მირბოდა პატრონისკენ, რაც აჩვენებს, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველისთვის თბილი სიტყვები.

შედეგად, აღმოჩნდა, რომ ძაღლისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია შექება, როგორც ადამიანისთვის.

ასევე იხილეთ:

მეცნიერებმა შექმნეს წამალი, რომელიც ძაღლებს 5 წლით გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს

შინაური ბინადრები უარყოფილ და მიტოვებულ ადამიანებს სტრესის დაძლევაში ეხმარებიან

ძაღლებს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?