როცა ძაღლი კუდს აქიცინებს, ბედნიერია - მითი თუ სინამდვილე?
როცა ძაღლი კუდს აქიცინებს, ბედნიერია - მითი თუ სინამდვილე?
ძაღლის ბედნიერების გამომხატველ ინდიკატორს ნაწილობრივ კუდიც წარმოადგენს - როცა ის კუდს აქიცინებს, შესაძლოა, ეს ქცევა მის ბედნიერ მდგომარეობას ნიშნავდეს, თუმცა, არა ყველა შემთხვევაში. 


ადამიანებისგან განსხვავებით, შინაური ბინადრები ემოციებს სახის მიმიკებით ვერ გამოხატავენ, ისინი ამისთვის  კუდს იყენებენ.

ძაღლის კუდის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობა და კომუნიკაციაა. სინამდვილეში, თუ გაიგებთ რას ნიშნავს თქვენი შინაური ბინადრის კუდის მოძრაობა, ადვილად მიხვდებით მის განწყობასა და სურვილებს. მაგალითად, კიდურებთან ჩამოწეული კუდი მიანიშნებს, რომ ძაღლი შეშინებულია.

თუ ძაღლი გამოხატავს სიხარულს, ის კუდთან ერთად ამოძრავებს მთლიან ტორს. ძაღლის კუდი, რომელიც
ნელა მოძრაობს და აცქვეტილია, გაფრთხილების ნიშანია. თუ იმავეს გამოხატავს უცხო ძაღლი, ის ადამიანს აფრთხილებს, რომ
დისტანცია შეინარჩუნოს მისგან.

ძაღლს, რომელსაც კუდი აქვს ჩამოწეული და გამალებით აქიცინებს, ნიშნავს, რომ ის ემზადება გაქცევისთვის ან ჩხუბისთვის, მაგრამ თუ ძაღლის კუდი უმოძრაოდ ჩამოშვებულია, ის ინარჩუნებს სიმშვიდეს.

ასევე იხილეთ:

მოსწონს თუ არა, როცა ძაღლს ეხუტებით?

ძაღლის 5 უცნაური ქცევა - რას ნიშნავს ისინი?

რა უნდა გავაკეთოთ თუ ძაღლი ნივთებს იპარავს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?