ძაღლს შეუძლია ადამიანის განწყობა წაიკითხოს მისი სახის მიმიკის მიხედვით
ძაღლს შეუძლია ადამიანის განწყობა წაიკითხოს მისი სახის მიმიკის მიხედვით
ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლს აქვს უნარი ადამიანის სახის გამომეტყველები მიხედვით წაიკითხოს მისი ემოცია. ის გრძნობს, როდის არის მისი პატრონი და უცხო ადამიანიც კი გაბრაზებული, გახარებული და ა.შ.

ცხოველი ამ რეაქციებს შესაბამისად პასუხობს. ძაღლი ყველაზე მეტად გამოყოფს ადამიანს სახის ერთ-ერთ ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით აკვირდება და ეს თვალებია. სახის სხვადასხვა გამომეტყველების დროს ძაღლი რეაგირებს შესაბამისი საქციელით. მაგალითად, როდესაც სახე გამოხატავს მუქარას, ამ დროს ის ცდილობს თვალი მოარიდს მას.

კვლევისთვის სპეციალისტებმა 13 ჯიშის 30 ძაღლი აიყვანეს. მათ ასწავლიდნენ ეკრანზე სხვადასხვა ვიდეოს ყურებას, ხოლო
შემდეგ აჩვენებდნენ ადამიანის ფოტოებს მრავალგვარი გამომეტყველებით - ბოროტებს, კეთილებს, გულგრილებს და ა.შ. ამ კადრების ჩვენების
დროს, სათვალთვალო კამერები აფიქსირებდა თითოეული ძაღლის თვალებს.

აღმოჩნდა, რომ ძაღლები, პირველ ყოვლისა, ადამიანის თვალებზე აკეთებენ დაკვირვებას, ხოლო შემდეგ მის სხვა ნაკვთზე. როცა ძაღლი უყურებს გაბრაზებულ ადამიანს, ამ დროს ცდილობს თვალი აარიდოს მას. ეს რეაქცია შეიძლება გამოწვეული იყოს თვითგადარჩენის ინსტინქტით. კველვა გამოქვეყნდა ჟურნალ "PLOS One"-ში.

ასევე იხილეთ:

შინაური ბინადრების სიყვარული წონაში დაკლების სტიმულს აძლიერებს

ძაღლების და სხვა ცხოველების უც­ნა­უ­რი მე­გობ­რო­ბა

რატომ აბრუნებს ძაღლი თავს გვერდით, როცა ელაპარაკებით?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?