რა უნდა გავაკეთოთ თუ ძაღლი ნივთებს იპარავს?
რა უნდა გავაკეთოთ თუ ძაღლი ნივთებს იპარავს?
ძაღლმა შესაძლოა მოპიაროს ნივთი და გაიქცეს ორი მიზეზით: პირველი - ეს ნივთი მას მოწონს, უნდა თამაში, მაგრამ რადგან უკრძალავთ, ძაღლი მოპარული ნივთით ცდილობს თქვენგან თავის დაღწევას. მეორე - ის ცდილობს მიიქციოს თქვენი ყურადღება და გიწვევთ თამაშში: "დამეწიე, თუ შეძლებ." ორივე შემთხვევაში, ძაღლზე დადევნება არ არის გონიერი გამოსავალი. 

ორი მთავარი რჩევა მსგავსი სიტუაციის დროს: გადამალეთ ის საგნები, რომლებსაც განსაკუთრებით უფრთხილდებით და ასწავლეთ თქვენს ძაღლს დაგიბრუნოთ მოპარული ნივთი, მაგრამ თუ მაინც მოიპარა, მაგალითად, ტელეფონი და არ უნდა მისი დათმობა ქვევით მოყვანილი 5 რჩევა
დაგეხმარებათ მ
ის დაბრუნებაში.

1.ისწავლეთ გაექცეთ ძაღლს. დიახ, გაექცეთ. როგორ? ძაღლზე გაკიდება, ეს 100% გარანტიაა, რომ ის გაიქცევა. თუ ძაღლმა ნივთი მოიპარა, რათა თამაშში გამოგიწვიოთ, თქვენი სხვა მხარეს გაქცევისას, ის ბედნიერი იქნება ფეხდაფეხ გამოგყვეთ. მიეცით ნება "მოგიმწყვდიოთ" ოთახში, დახურეთ კარი და გადადით მე-3, მე-4 ან მე-5 რჩევაზე, რათა ძაღლი ნივთის დაბრუნებაზე დაითანხმოთ. (თუ ძაღლმა წაგართვათ ნივთი არა თამაშისთვის, არამედ იმისთვის, რომ დაღრღნას და გააფუჭოს, ზევით ჩამოთვლილი რჩევები არ იმუშავებს, ამიტომ გადადით მე-2 რჩევაზე).

2.მშვიდად მიყევით ძაღლს. თუ ძაღლს საგანი თამაშისთვის არ მოუპარავს და მას გადაწყვეტილი აქვს მისი დაზიანება, ნებისმიერი ხმაური ან ყვირილი თქვენი მხრიდან მას სურვილს აღუძრავს ნივთი უფრო მჭიდროდ დაიჭიროს კბილებით. ნივთის წართმევის მცელობამ კი შესაძლოა ძაღლის აგრესია გამოიწვიოს. ამიტომ მოთმინებით და მშვიდად მოაგვარეთ პრობლემა. უდავოა, რთულია სიმშვიდის შენარჩუნება, როცა ტელეფონის ეკრანი ძაღლის კბილებშია. მიყევით შემდეგ რჩევებს.

3.ნივთის გაცვლა გემრიელობებში - არ დაედევნოთ ძაღლს და არც ის გაიქცევა. ნივთის მიღება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი თავად დაგიბრუნებთ მას. ამიტომ შესთავაზეთ თქვენს შინაურ ბინადარს მისთვის უფრო ღირებული რამ, მაგრამ თუ ძაღლი არასანდოდ აკვირდება თქვენს მიერ მიწოდებულ სასუსნავებს, მოფანტეთ ის იატაკზე. იმისათვის, რომ მან მიიღოს თავისი წილი, აუცილებლად მოუწევს თქვენი ნივთის დათმობა.

4.გადაუგდეთ სათამაშო. თუ თქვენს ძაღლს სასუსნავზე მეტად მოსწონს სათამაშოები, შესთავაზეთ მისთვის ყველაზე საყვარელი სათამაშო, რომელიც ყოველთვის გექნებათ შენახული მისთვის მიუწვდომელ ადგილზე, რათა მსგავსი შემთხვევების დროს გამოიყენოთ. ძაღლი, რომელსაც უყვარს თამაში, ყოველთვის გადაიტანს ყრადღებას მაგალითად, გადაგდებულ ბურთზე. როცა ძაღლი ნივთს დააგდებს და ყურადღებას გართობაზე გადაიტანს, არ დაგავიწყდეთ რამდენიმე წუთი ეთამაშოთ მას.

5.იმპროვიზაცია. რა მოსწონს ყველაზე მეტად თქვენს ძაღლს? სეირნობა? გემრიელი საკვები? სირბილი? თუ თქვენ გაქვთ ფრაზები, რომელიც თქვენს ძაღლს ახარებს, მსგავს სიტუაციაში სცადეთ მათი გამოყენება. ამასთანავე, სიტყვა უთხარით დიდი ენთუზიაზმით ("ვისეირნოთ", "ვითამაშოთ" და ა.შ.). თუ თქვენ სწორ ნაბიჯებს გადადგამთ, ძაღლი დაივიწყებს იმ მოპარულ ნივთს, რომლის დათმობაც აქამდე არ სურდა. ამის შემდეგ კი აუცილებლად აუსრულეთ ძაღლს ის, რასაც შეპირდით. მაგალითად, 10 წუთი მაინც გაასეირნეთ ეზოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ნდობას დაკარგავთ.

ასევე იხილეთ:

რატომ ლოკავს ძაღლი პატრონს?

როგორ იქცევიან ძაღლები უცნობებთან

ძაღლის 5 უცნაური ქცევა - რას ნიშნავს ისინი?

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?