error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/9f161c40dec4e1092a336a1dff897854.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
როგორ მოვახერხოთ სახლში ლეკვის მარტო დატოვება, რომ მან სტრესი არ მიიღოს?
როგორ მოვახერხოთ  სახლში ლეკვის მარტო დატოვება, რომ მან სტრესი არ მიიღოს?
შეიძლება თუ არა ლეკვის სახლში მარტო დატოვება? არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც დაეხმარება ძაღლს, მშვიდად გადაიტანოს მარტოობა რამდენიმე საათის განმავლობაში.

ოცნება ახდა, თქვენს სახლში შინაური ცხოველი გაჩნდა. თავიდან ოჯახის ცხოვრება ლეკვის გარშემო ტრიალებს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მას მოუწევს არაერთი საათს მარტო გატარება.

ძაღლის ზრდის პროცესში პატრონთან ურთიერთობა დიდ როლს თამაშობს: ლეკვი იძენს არაერთ სასარგებლო ჩვევას, სწავლობს სახლში მოქცევის წესებს, თუმცა, მარტოობა მისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია.

როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე საათი სახლიდან გასვლა გვიწევს და ლეკვი მარტო რჩება?

"პატრონის შემცვლელი":
 შეარჩიეთ თქვენი პირადი ნივთი (კოლოფი, საფულე, ჩანთა) და
ყოველთვის ატარეთ ის სეირნობისას. ნივთში (მაგალითად ჩანთაში) ყოველთვის გქონდეთ ძაღლის საყვარელი სასუსნავი და არ მიუშვათ ცხოველი მის სიახლოვეს. მიზანი - შინაურ ბინადარს შთააგონებთ, რომ ეს ნივთი თქვენთვის მნიშვნელოვანია. სახლიდან გასვლისას, ის დატოვეთ გამოსაჩენ ადგილას. ძაღლი მიხვდება, რომ თქვენ მალე დაბრუნდებით, რადგან საყვარელი ნივთი თან არ წაგიღიათ.

ბევრი სათამაშო: ძაღლს სახლში მარტო ტოვებთ? არ დაგავიწყდეთ სათამაშოები. რაც უფრო მეტ გასართობს დაუტოვებთ, მით ნაკლები ნივთი დაზიანდება თქვენს სახლში. იმისათვის, რომ ძაღლს სათამაშო არ მობეზრდეს, ისინი დამალეთ იმ დროს, როცა ოჯახის ყველა წევრი სახლშია.

აქტიური სეირნობა: ძაღლს, რომელიც სეირნობისას აქტიურად ატარებს დროს, სახლში დიდხანს ძინავს. ნუ დაგეზარებათ პარკში გასვლისას ოთხფეხა მეგობრის ფიზიკური დატვირთვა, შედეგად, მარტოობა მისთვის მარტივი გადასატანი გახდება.

გულახდილი საუბარი: არ იფიქროთ, რომ ცხოველი საუბარს ვერ აღიქვამს. მას იმაზე მეტი ესმის, ვიდრე ჩვენ გვგონია, ამიტომ ბევრი ესაუბრეთ შინაურ ცხოველს, სანამ სახლიდან გახვალთ. მოეფერეთ და დაამშვიდეთ ის.

ასევე იხილეთ:

10 მთავარი და ელემენტარული წესი ძაღლის გაზრდისას

როგორ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე ძაღლს?

5 მიზეზი, თუ რატომ არის ძაღლისთვის სათამაშო აუცილებელი?
ძაღლს არ ჭირდება გასვლამდე მოფერება ან საუბარი მისთვის ტრაგედიად არ უნდა იქცეს ჩვენი გასვლა სახლიდან. რაც შეეხება სათამაშოებს ძაღლის ბევრ სეირნობას დაღლას და ნივთის დატოვებას ეს სწორია
''''''
სახლში დაბრუნებამდე ცხრაჯერ გამოგვიტირებს ხოლმე.არ აქვს მნიშვნელობა მარტო რჩება თუ ვინმესთან ერთად.ვერ იტანს რომელიმე თუ მივდივართ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?