როგორ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე ძაღლს?
როგორ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე ძაღლს?
ადამიანების მსგავსად, ძაღლებიც იღებენ სტრესს. მზრუნველი პატრონის მოვალეობაა, შინაურ ბინადარს შეუქმნას შესაბამისი პირობები და მოუაროს, რათა მან დიდხანს და ბედნიერად იცხოვროს.



შეურჩიეთ ჯანმრთელი დიეტა

Zooclub

ძაღლი, რომელიც ჭამს ცოტას, ცხოვრობს დიდხანს. 2011 წლის კვლევებით დადგინდა, რომ ძაღლები, რომლებიც დანიშნულ ნორმაზე 25%-ით ნაკლებ კალორიას იღებენ, 2 წლით მეტს ცოცხლობენ.

იზრუნეთ ძაღლის კბილების სისუფთავეზე

Zooclub

კბილის სტრუქტურის დარღვევა ძაღლის ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებს. კბილი არ წარმოადგენს მხოლოდ სტომატოლოგიურ პრობლემას, მისი სტრუქტურის დაშლამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის ინფექცია.

ხშირი ვარჯიში ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი მთავარი ქმედებაა

Zooclub

ძაღლის
ჯანმრთელობისთვის ვარჯიში ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა. იდეალურია, თუ ძაღლი დღეში სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში ვარჯიშობს.
ეს ხელს უწყობს მის ჯანმრთელობასა და ფორმაში ყოფნას. ამ შემთხვევაში ვარჯიში არ წარმოადგენს რაიმე კონკრეტული დავალებების შესრულებას, უბრალო ეზოში სირბილიც კი შინაურ ბინადარზე  დადებითად აისახება.

სისტემატურად ატარეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ვეტერინართან გეგმიურ შემოწმებაზე

Zooclub

რეგულარული შემოწმება დაგეხმარებათ საწყის ეტაპზე აღმოუჩინოთ ძაღლს დაავადება და დაუყოვნებლივ დაიწყოთ მკურნალობა. ექსპერტები გირჩევენ, რომ ჯანმრთელი ძაღლი წელიწადში ერთხელ ატაროთ ვეტერინართან შემოწმებაზე, ხოლო ლეკვი - წელიწადში ოთხჯერ.

მიეცით ძაღლს დრო განტვირთვისთვის

Zooclub

ყოველდღიური განტვირთვა ყველას სჭირდება, მათ შორის ძაღლებსაც. სტრესმა შესაძლოა, ნეგატიური კვალი დატოვოს ცხოველზე, თუ ეს თანმდევი პროცესია. ვარჯიშის დროს, აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება (არა გადამეტებული), თუმცა, ამას უნდა მოჰყვეს განტვირთვის, დასვენების პროცესი.

ისიამოვნეთ თქვენს ძაღლთან გატარებული ყოველი წუთით

Zooclub

ჯერ არ არსებობს ისეთი ჯადოსნური მედიკამენტი, რომელიც თქვენს ოთხფეხა ბინადარს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს და მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენს გვერდით ამყოფებს, ამიტომ 10-15 წლის განმავლობაში დატკბით მასთან გატარებული ყოველი წუთით, აჩუქეთ სიყვარული და ის ორმაგად დაგიბრუნებთ. ხშირად ეთამაშეთ, ისეირნეთ და მოეფერეთ თქვენს ბინადარს, ამაზე მეტი წამალი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ჯერ არ გამოუგონებიათ.

ასევე იხილეთ:

რამდენად სწორად აბანავებთ თქვენს ძაღლს?

შეიძლება თუ არა, ძაღლს საღრღნელად მისცეთ ძვალი?

აუცილებელია თუ არა ძაღლისთვის თბილი ტანსაცმელი?

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?