10 მთავარი და ელემენტარული წესი ძაღლის გაზრდისას
10 მთავარი და ელემენტარული წესი ძაღლის გაზრდისას
ძაღლების ცნობილი ფსიქოლოგი, ცეზარ მილანი, შინაური ცხოველების მფლობელებს უზიარებს, თუ რა არის მთავარი ჩვენი ოთხფეხა მეგობრების აღზრდის დროს.

ძაღლის ქცევის 90% დამოკიდებულია პატრონზე. არ აქვს მნიშვნელობა ახალბედა პატრონი ხართ, თუ დიდი ხნის გამოცდილება გაქვთ, ეს წესები მნიშვნელოვანია ყველასთვის.

გაწვრთნილი ძაღლი - ეს ის ძაღლია, რომელსაც ყოველდღიურად ასწავლიან

ყველაზე ჭკვიანი ჯიშის ძაღლსაც კი შეუძლია მოიქცეს სულელურად, თუ ასწავლით პერიოდულად და არა ყოველდღიურად. შინაური ცხოველის წვრთნა ცხოვრების სტილია. ამ შემთხვევაში, საუბარი არ არის, რომ ძაღლი ყოველდღე ატაროთ საწვრთნელ მოედანზე. მთავარია ის, რომ
აუცილებლად შეახსენოთ თქვენს ბინადარს, რა არის ნებადართული და რა არა. არ შეიძლება ცხოველს დღეს მიაწოდოთ
საკვები მაგიდიდან, ხოლო ხვალ არა.

ძაღლი, როგორც ბავშვი - მისთვის აუცილებელია რეჟიმი

დღის განაწესის გარეშე, ძაღლი გაღიზიანებული ხდება. მისთვის აუცილებელია დროულად სეირნობა, ძილი, კვება და ა.შ. ის ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს "წესების სამყაროში".

ძაღლს სჭირდება წინამძღოლი

თუ ძაღლი ვერ ხვდება, ვინ არის ოჯახში ლიდერი, ის პანიკაში ვარდება: "აქ არავინაა ისეთი, ვინც მიბრძანებს!" სხვა შემთხვევაში, ის ეცდება ლიდერის ადგილის დაკავებას და პატრონი ცხვრის როლში აღმოჩნდება.

წვრთნა სანახევროდ პატრონის წარმოსახვაში მიმდინარეობს

დაგჭირდებათ მოთმინება და საკუთარი თავის ნდობა იმისათვის, რომ ძაღლის ნდობა მოიპოვოთ. ამ დროს აუცილებელია ნებისყოფა, რათა წვრთნა არ მიატოვოთ.

თუ საკუთარ თავში არ ხართ დარწმუნებულნი, ძაღლი ამას მალევე იგრძნობს და იმოქმედებს თავისი შეხედულებისამებრ.

წესრიგი და სასჯელი - ეს სინონიმები არ არის

ნუ დაგენანებათ, დახარჯოთ დრო იმისათვის, რომ ისწავლოთ თქვენი ძაღლის გაგება და ასწავლოთ მას,  რა შეიძლება და რა არა. სწორედ ამის შემდეგ, აღარასოდეს მოგიწევთ მისი დასჯა. ყოველივე ითხოვს დროს, თუმცა, შედეგად, გელით ჭკვიან ცხოველთან ცხოვრების არაერთი ბედნიერი წელი.

შენიშვნა: ყოველთვის აკონტროლეთ საკუთარი თავი, თუ გადაწყვეტთ ძაღლის დასჯას. არ შეიძლება, ძაღლს უყვიროთ (მიუთითეთ ბრძანების ტონით) ან ფიზიკური ტკივილი მიაყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ დათრგუნულ, შეშინებულ და არაადეკვატურ შინაურ ცხოველს.

ძაღლი არის ძაღლი

არ შეიძლება ძაღლი აღიქვათ ადამიანად.  პატრონის  ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც ძაღლს ექცევა ისე, როგორც საკუთარ შვილს. სწავლა შეუძლია მხოლოდ იმ ძაღლს, რომელმაც სახლში თავისი ადგილი იცის. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ ნერვიულ და აგრესიულ ძაღლს. გიყვარდეთ ძაღლი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ იგი  ოჯახში რიგით უკანასკნელი წევრია და ის ცხოველია.

ძაღლი ითხოვს საზღვრებს

პირველ რიგში, ძაღლისთვის უნდა დააწესოთ საზღვრები - თუ სახლში ყოფნისას მისი ყეფით ღიზიანდებით, ყურადღება მიმართეთ ამ პრობლემაზე. თუ მას ძინავს სავარძელზე და ეს თქვენთვის მიუღებელია, მოაგვარეთ კონკრეტულად ეს საკითხი. ძაღლი თავს კომფორტულად ისეთ სამყაროში გრძნობს, სადაც არსებობს წესები.

იყავით თანამიმდევრულნი

რაც არ შეიძლება ერთხელ ნიშნავს, რომ არ შეიძლება არასოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ მიხვდება ძაღლი, რა არის მისთვის აკრძალული და რა არა?

ოჯახის ჩართულობა

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლს სჭირდება ერთი ლიდერი, აუცილებელია მის აღზრდაში ოჯახის სხვა წევრების მონაწილეობაც. ამ მეთოდით, ძაღლს აჩვენებთ, რომ იერარქიულ კიბის ბოლო საფეხურზე დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოველი გადაწყვეტს, რომ მაგალითად ორ ადამიანს ან სამს, შეიძლება, იგნორირება გაუკეთოს.

დაიწყეთ დღეს

იმისათვის, რომ ძაღლთან მუშაობა დაიწყოთ, არასოდეს არის ადრე ან გვიან. ლეკვთან თუ ზრდასრულ ძაღლთან ყოველთვის შეგიძლიათ დაიწყოთ სწორი ურთიერთობა. რაც უფრო გადადებთ, მით ნაკლებ სიხარულს მოგიტანთ უკონტროლო და არაპროგნოზირებად ძაღლთან ურთიერთობა.

ასევე იხილეთ:

5 საშუალება, რომ ძაღლმა მოთხოვნების მიზნით ყეფა შეწყვიტოს

ძაღლის 10 ჯიში, რომელიც მარტივად სწავლობს ბრძანებებს

10 ყველაზე რთულად გასაწვრთნელი და ჯიუტი ძაღლის ჯიში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?