ჰალკი - ყველაზე დიდი პიტბული მსოფლიოში და მისი გოლიათი შვილები
მიუხედავად საშიში გარეგნობისა, პატრონები, მარლონ და ლიზა გრანინები აღნიშნავენ, რომ ჰალკი უსაყვარლესი ძაღლი და მათი 3 წლის ვაჟი - ჯონათანი საუკეთესო მეგობარი არიან.

არსებობენ შინაური ცხოველები, რომლებიც სრულიად ამართლებენ თავიანთ სახელს - უზარმაზარი პიტბული, სახელად ჰალკი, ერთ-ერთი მათგანია. 6 წლის ძაღლი 81 კგ-ს იწონის და დღევანდელი მონაცემებით, ამ ჯიშის ყველაზე დიდი წარმომადგენელია.

ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ჰალკი საოცრად ჭკვიანი, თბილი და მოსიყვარულე ძაღლია, მაგრამ გარეგნობიდან გამომდინარე, უმეტესობა ჩვენგანს, მისი ახლოს გაცნობის სურვილი არ გაუჩნდება.

გაიცანით, ეს ჰალკია

Zooclub


ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი
პიტბულია მსოფლიოში. მისი დიდებული შესახედაობა სახელს ამართლებს.

Zooclub



სხვა ძაღლებთან შედარებით, ის ნამდვილი გოლიათია.

Zooclub



ორ თათზე მდგარი
შინაური ცხოველი პატრონზე მაღალია.

Zooclub



მიუხედავად საშიში შესახედაობისა, ჰალკი საოცრად კეთილი და თბილი ბინადარია.

Zooclub



შინაური ცხოველის პატრონი ძაღლების წვრთნითა და გამრავლებითაა დაკავებული.

Zooclub



ასე რომ, ჰალკი გაწვრთნილი და კარგად აღზრდილი ბიჭია.

Zooclub



პატრონი მას იმდენად ენდობა, რომ ბავშვებთან მარტო სათამაშოდ ტოვებს.

Zooclub



ჰალკი ოჯახის უფროსია, ეს ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს.

Zooclub



პიტბულს შვილები და შვილიშვილები ჰყავს, მაგრამ ჰალკივით უზარმაზარი ვერც ერთი მათგანი გაიზარდა. თუმცა, ამ ჯიშის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით, ჰალკის შთამომავლები დიდი ზომისანი არიან.

Zooclub



ასევე იხილეთ:

გიგანტური მეინ- ქუნი ადამიანების აღფრთოვანებას იწვევს

სამხრეთამერიკული ჰარპია: ფრინველი, რომელიც ბევრს შენიღბული ადამიანი ჰგონია

უზარმაზარ ალიგატორს მომვლელი საკუთარი ხელიდან კვებავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?