სამხრეთამერიკული ჰარპია: ფრინველი, რომელიც ბევრს შენიღბული ადამიანი ჰგონია
სამხრეთამერიკული ჰარპია: ფრინველი, რომელიც ბევრს შენიღბული ადამიანი ჰგონია
სამხრეთ ამერიკული ჰარპიას ხილვისას, ბევრს ჰქონია, რომ ფრინველის კოსტუმში გამოწყობილ ადამიანს უყურებს. ამ მტაცებლის გარეგნობა, მართლაც, რომ შთამბეჭდავია - მისი სხეულის სიგრძე 90-დან 110 სმ-მდე აღწევს.

რაც არ უნდა იყოს, ამ დიდებული ფრინველის თავდაჯერებული გამოხედვა შიშის განცდას იწვევს.

ჰარპია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს - მექსიკიდან ბრაზილიამდე. უზარმაზარი მტაცებელი ქორისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, რომლის სხეულის სიგრძე, შესაძლოა, 110 სმ-მდე აღწევდეს, ხოლო ფრთების სიგრძე - ორ მეტრამდე. ზრდასრული ჰარპია 3,8-დან 9 კგ-მდე იწონის.

ბუნებაში სამხრეთამერიკული ჰარპიას 50 ათასამდე ინდივიდი ბინადრობს. მათი ძირითადი საკვები რაციონი
ზარმაცა, მაიმუნი და სხვა ძუძუმწოვრები არიან. გარდა ამისა, ის მიირთმევს რეპტილიებს და დიდი ზომის ფრინველებს.

Zooclub

ეს მტაცებელი არც ისე იშვიათად სტუმრობს სოფლებს და  თავს ესხმის ქათმებს, კატებს, გოჭებსა და ცხვრებს.

იხილეთ გრაციოზული და ამავე დროს საშიში ფრინველის შთამბეჭდავი ფოტოები.

წყარო: boredpanda.com


გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?