მსოფლიოში ყველაზე პატარა ჩიტი
მსოფლიოში ყველაზე პატარა ჩიტი
შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომელი ფრინველია დედამიწაზე ყველაზე პატარა ზომის და რომელს აქვს ბევრი ისეთი თვისება, რაც არცერთ სხვა სულიერს არ გააჩნია.
გაიცანით- ეს კოლიბრია! ულამაზესი შეფერილობის უნიკალური ფრინველი.

კოლიბრის სხვადასხვა სახეობები არსებობს. მათ შორის გამოირჩევა ხმალნისკარტა, რომელსაც ტანთან შედარებით უფრო დიდი ნისკარტი აქვს.

Zooclub

კოლიბრი იმაზე მეტ საკვებს იღებს, ვიდრე მისი სხეულის მასაა. ის ერთადერთი ფრინველია, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდხანს "ეკიდოს" ჰაერში, ასევე იფრინოს უკან-უკან და გვერდულადაც ვიბრაციული ფრენით. მეცნიერები დიდხანს სწავლობდნენ მისი ფრენის მანერას და მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერ ფრინველად
აღიარეს. მის ლამაზ შეფერილობაზეც არავინ დავობს. თითოეულ ამ ფრინველს უნიკალური ნახატით გაფორმებული ბუმბული აქვს.

არსებობს
კოლიბრის ერთ-ერთი სახეობა - კოლიბრი-ფუტკარი, რომლის შესახებაც რამდენიმე საინტერესო ფაქტი არსებობს:
კოლიბრი-ფუტკარი არა მარტო ყველაზე პატარა ფრინველია, არამედ ყველაზე ცხელსისხლიანი არსებაა მთელს მსოფლიოში.
როდესაც კოლიბრი-ფუტკარი ყვავილთან ჩერდება და მის წვენს მიირთმევს, ის ამ დროს წუთში 90-ჯერ აფარფატებს ფრთებს;
კოლიბრ-ფუტკარს ფრინველებს შორის ყველაზე ცოტა ბუმბული აქვს;

Zooclub
კოლიბრი-ფუტკარი ყველაზე მაღალი ტემპერატურის მატერებელია ჩიტებს შორის. მისი სხეულის ტემპერატურა დღისით 40 გრადუსს აღწევს, ხოლო ღამე 19 გრადუსამდე ეცემა, რათა მეორე დღისთვის საფრენად ძალები დაზოგოს.
კოლიბრი-ფუტკრის გული რეკორდულად მუშაობს. ამ ფრინველის გული მშვიდ გარემოში ყოფნისას წუთში 300 იმპულსს აკეთებს, ხოლო აქტიურ მდგომარეობაში - 500-სს.

გალერეა
ბრაკონიერი
პატარაა ძალიან. ზნელია თოფის გარტყმა.
ioft
ინგა ჟღლიმავ ხოლმე? ამას რო წერდი თან არხევდი თუ რა გჭირს?
ინგა
დიახ სწორედ ის ჩიტი რომელიც ნახეთ ბათუმში კოლიბრია და ტბის შემოგარენში ბინადრობენ რამდენიმე
ioft
რა გაუნათლებლები ხართ რა გჭირთ? ჯანდაბას წიგნი არ წაგიკითხავთ მაგრამ ცოტა ხომ უნდა იაზროვნოთ? ყველაფერი იდიოტური ხომ არ უნდა იკითხოთ ბლიად ა? ბათუმში კოლიბრს ვერა ჰოაცინს ნახავდი პარკში. ის ალკუნია რაც შენ ნახე. ლაგოდეხს რაც შეეხება უფრო პტეროდაქტილები შეინიშნება კოლიბრის ნაკლებობაა.
მიპასუხეთ რაა თუ იცით?
ლაგოდეხის რაიონში თუ არის კოლიბრი ან მსგავსი ფრინველი?მე შემინიშნავს და ხომ არ მომეჩვენა?!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?